მოწყობილობა და საამწყობრო ნაწილები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, კომერციულ დემონსტრაციებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და რომ არ მოხდება მათი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მითითებული ღონისძიებების დროს უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების, შინაური ცხოველებისა და საკუთრების უსაფრთხოებ