1. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის გარდა სხვა რომელიმე ქვეყანაში (რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია) გამოფენაზე გაგზავნილი წარმოშობის მქონე პროდუქცია, და გამოფენის შემდეგ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმპორტის მიზნით გაყიდული, იმპორტისას ისარგებლებს შესაბამისი შეთანხმების დებულებებით იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო უწყებისთვის ნაჩვენები და დამაჯერებელი იქნება, რომ:
(a) ექსპორტიორმა გაგზავნა მოცემული პროდუქცია ხელშემკვრელი მხარიდან იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდა გამოფენა, და მას აღნიშნული პროდუქცია გამოფენილი ჰქონდა ამ გამოფენაზე;
(b) პროდუქცია ექსპორტიორმა მიჰყიდა ან სხვაგვარად გადასცა სხვა ხელშემკვრელი მხარის პირს;
(c) პროდუქცია გადაცემულ იქნა გამოფენის დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ ისეთივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის გაიგზავნა გამოფენაზე; და
(d) პროდუქცია, მას შემდეგ რაც ის გაიგზავნა გამოფენისთვის, არ ყოფილა გამოყენებული რაიმე სხვა მიზნით, გარდა მისი გამოფენაზე წარდგენისა.
2. წარმოშობის სერთიფიკატი გაცემული ან შედგენილი უნდა იყოს V თავის დებულებების შესაბამისად და იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისთვის დადგენილი წესით წარდგენილი. იქვე მითითებული უნდა იყოს გამოფენის სახელწოდება და მისი ჩატარების მისამართი. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნას პროდუქციის გამოფენის პირობების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები.
3. პირველი პუნქტი ეხება ნებისმიერ სავაჭრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ან რეწვასთან დაკავშირებულ გამოფენას, ბაზრობას ან მსგავს საზოგადოებრივ ჩვენებას ან გამოფენას, რომელიც არ არის ორგანიზებული კერძო მიზნებისთვის მაღაზიებში ან ბიზნეს ფართზე უცხოური პროდუქციის გაყიდვის მიზნით, და რომელთა განმავლობაშიც პროდუქცია რჩება საბაჟოს კონტროლის ქვეშ.
დაბრუნება ან გადასახადისგან გათავისუფლე