1. გამოფენა-გაყიდვებზე, ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებზე ისეთი რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის დემონსტრირება, რომელიც არ შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სახის დანადგარს სავალდებულო წესით დაერთვის გარკვევით გამოსახული ნიშანდება, რომელიც აღნიშნავს ასეთი დანადგარის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისა და სათანადო ნიშანდების გარეშე სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და მომსახურებაში დაშვების დაუშვებლობას.
2. თუ დემონსტრირებული რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარი იწვევს ელექტრომაგნიტურ ხელშეშლას, ან ასეთი ხელშეშლა გამოწვეულია დანადგარში შემავალი მაღალსიხშირული მოწყობილობის (კომპონენტის) გამოსხივებით, მესაკუთრე ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია მის დემონსტრირებაზე, უზურნველყოფს დემონსტრირებული დანადგარის გამოფენა-გაყიდვიდან დაუყოვნებლივ მოხსნას.
თავი V
პასუხისმგებლობ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 18. გამოფენა-გაყიდვა
თავი IV — სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება და მომსახურებაში დაშვება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის დროს
- მუხლი 13. შესაბამისობის დადასტურება სრული ხარისხის გარანტიით
- მუხლი 14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუ ქციები
- მუხლი 15. სერტიფიკაციის ორგანო. საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია)
- მუხლი 16. სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება
- მუხლი 17. მომსახურებაში დაშვება
- მუხლი 19. სანქციები
- მუხლი 20. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-18/