1. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები, რომლებიც სერტიფიცირებულია ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფუნქციონირებენ ამ რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ, თუ არ წარმოშობენ თავსებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
2. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები, რომელთა ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა არ არის დადასტურებული, მაგრამ არ წარმოშობენ თავსებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ფუნქციონირებენ ამ რეგლამენტის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ რეგლამეტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადასტურება.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები, რომლებიც ფუნქციონირებისას წარმოშობენ თავსებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ექვემდებარებიან მოდიფიცირებასა და ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესით დადასტურებას ამ რეგლამენტის ძალაში შესვლისთანავე.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ რეგლამენტის ძალაში შესვლამდე სერტიფიცირებული დანადგარების ინტერფეისების მახასიათებლების აღწერა ექვემდებარება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოქვეყნებას 3 თვის ვადაში.
5. ამ რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას ახორციელებენ მხოლოდ ამ რეგლამენტის შესაბამისად აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები.
დანართი №1
ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის ძირითადი მოთხოვნები
1. რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის მიერ წარმოქმინლმა მაქსიმალურმა ელექტრომაგნიტურმა ხელშეშლამ ხელი არ უნდა შეუშალოს შემდეგი ტექნიკური საშუალებების გამოყენებას:
ა) საოჯახო რადიო და სატელევიზიო მიმღებები;
ბ) საწარმოო დამამზადებელი დანადგარები;
გ) მობილური რადიოდანადგარები;
დ) მობილური რადიო და კომერციული რადიოსატელეფონო დანადგარები;
ე) სამედიცინო და სამეცნიერო აპარატურა;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიური დანადგარები;
ზ) საოჯახო მოწყობილობები და ელექტრონული აპარატურა;
თ) საავიაციო და საზღვაო რადიო დანადგარები;
ი) სასწავლო ელექტრონული დანადგარები;
კ) ტელეკომუნიკაციების ქსელები და დანადგარები;
ლ) რადიო და სატელევიზიო სამაუწყებლო გადამცემები;
მ) სიგნალიზაციის და დღის განათების ნათურები.
2. დანადგარი უნდა აიგოს ისე, რომ გააჩნდეს ელექტრომაგნიტური იმუნიტეტის ადეკვატური დასაშვები დონე ჩვეულებრივი ელექტრომაგნიტური თავსებადობის გარემოში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისი დანადგარის ექსპლოატაცია ხელშეშლების დასაშვები დონის გათვალისწინებით;
3. ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დანადგარის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის, მოცემული უნდა იყოს დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში.
დანართი №2
ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები
ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები:
1. „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარებისა და მათი ორმხრივი შესაბამისობის დადასტურების შესახებ“ დირექტივა (მიღებულია 1999 წლის 9 მარტს ევროპის კავშირის პარლამენტისა და ევროპის კავშირის საბჭოს მიერ; №1999/5/EC).
2. ელექტრომაგნიტური თავსებადობის შესახებ წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობათა შესაბამისობის დირექტივა (მიღებულია 1989 წლის 9 მაისს ევროპის კავშირის საბჭოს მიერ; №89/336/EEC).
3. დაბალძაბვიანი ელექტრონული დანადგარების შესახებ წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის დირექტივა (მიღებულია ევროპის კავშირის საბჭოს მიერ 1973 წლის 18 თებერვალს; №3/23/EEC)
დანართი №3
CE ნიშანდება
1. CE შესაბამისობის ნიშანი შედგება „CE“ შემდეგი ფორმის ლათინური ინიციალებისაგან:
2. თუ CE ნიშანდება მცირდება ან იზრდება, პროპორციები ზემოთ მოცემულ გრადუირებულ ნახატზე დაცული უნდა იქნეს.
3. CE ნიშანდებას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მმ სიმაღლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია აპარატურის ზომებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე.
4. CE ნიშანი უნდა დაერთოს პროდუქტს ან მისი ტექნიკური მონაცემების ცხრილს. დამატებით, ის უნდა იყოს დართული შეფუთვაზე, თუ ასეთი არსებობს, და თანდართულ დოკუმენტებზე.
5. CE ნიშანდება უნდა დაერთოს თვალსაჩინოთ და გარკვევით.
6. დანადგარის კლასის იდენტიფიკატორმა უნდა მიიღოს ფორმა, რომელსაც გადაწყვეტს ევროკომისია ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს 1999/5/EC დირექტივის მე-14 მუხლის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ქვემოთ ნაჩვენები ელემენტი, რომელიც აღნიშნავს, რომ დანადგარი იყენებს რადიოსიხშირულ დიაპაზონს, როდესაც მათი გამოყენება არ არის ჰარმონიზებული ევროგაერთანების ფარგლებში.
მას აქვს იგივე სიმაღლე, რაც „CE“ ნიშანდებას.
დანართი №4
GES ნიშანდება
1. GES შესაბამისობის ნიშანდება შედგება „GES“ შემდეგი ფორმის ლათინური ინიციალებისაგან:
.
2. თუ GES ნიშანდება მცირდება ან იზრდება, პროპორციები ზემოთ მოცემულ გრადუირებულ ნახატზე დაცული უნდა იქნეს.
3. GES ნიშანდებას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 მმ სიმაღლე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეუძლებელია აპარატურის ზომებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე.
4. GES ნიშანი უნდა დაერთოს პროდუქტს ან მისი ტექნიკური მონაცემების ცხრილს. დამატებით, ის უნდა იყოს დართული შეფუთვაზე, თუ ასეთი არსებობს, და თანდართულ დოკუმენტებზე.
5. GES ნიშანდება უნდა დაერთოს თვალსაჩინოდ და გარკვევით.
დანართი №5
შესაბამისობის დადასტურების მოკლე ფორმა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მწარმოებელი, უფლებამოსილი წარმომადგენელი, წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი, პირი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქტის ბაზარზე განთავსებაზე)
აცხადებს, რომ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(დანადგარის ტიპი)
შეესაბამება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, აგრეთვე ქვემოთ ჩამოთვლილი ნორმატიული სამართლებრივი აქტების მოთხოვნებს:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რადიოდანადგარებში გამოყენებული რადიოსიხშირეები განაწილებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ.
სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ინფორმაცია საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვის ინტერფეისები მოცემულია:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––