1. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვა;
ბ) შესაბამისობის დადასტურების ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვა და CE ან GES შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანდება;
გ) ინტერფეისის დანიშნულებისამებრ დამონტაჟება და დაცვა.
2. მწარმოებელი, აგრეთვე საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, აგრეთვე დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია დანადგარის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ, შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციასთან ერთად.
3. დანადგარს, რომელიც სერტიფიცირებულია შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურითა და დამატებით ჩატარებულია ტესტირება ან სერტიფიცირებულია სრული ხარისხის გარანტიით, თან ერთვის სერტიფიცირებაზე პასუხისმგებელი ორგანოს, ხოლო თუ დანადგარი ნიშანდებულია CE ნიშნით – ევროპის შემტყობინებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დანადგარი არ შეესაბამება ამ რეგლამეტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს, მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, აგრეთვე ბაზარზე განმთავსებელი სხვა პირი დაუყოვნებლივ წყვეტს ამ დანადგარის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებას და ამის შესახებ დადგენილი წესით ატყობინებს მომხმარებელსა და კომისიას.
5. დანადგარის საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე განმთავსებელი პირი ვალდებულია შეინახოს ხელმისაწვდომი ტექნიკური დოკუმენტაცია 10 წლის განმავლობაში