1. რადიოდანადგარი ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის GES შესაბამისობის ნიშანდებით (დანართი №4) მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი ან/და პირი, რომელიც პასუხისმგებელია დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე, აცხადებს, რომ დანადგარი შეესაბამება ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს და შესაბამისობის დადასტურების პროცედურა განხორციელებულია ამ რეგლამეტით დადგენილი წესით.
2. დანადგარს შეიძლება ერთოდეს სხვა ნიშანი, რომელიც ხელს არ უშლის GES ნიშანდების აღქმას. აკრძალულია დანადგარს ერთოდეს სხვა ნიშანდება, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს პირი GES ნიშანდების ამოცნობის დროს ან ერთოდეს GES ნიშანდება ამ რეგლამენტით განსაზღვრულისგან განსხვავებული შინაარსით.
3. დანადგარი იდენტიფიცირდება მწარმოებლის მიერ მისი ტიპის, ჯგუფის ან სერიული ნომრის მიხედვით, მწარმოებლის, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, იმპორტიორის ან/და ბაზარზე განმთავსებელი პირის სახელით