1. კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ახორციელებს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაციასა და კოორდინაციას;
ბ) ადგენს რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების შესაბამისობის დადასტურების პროცედურისა და მართვის წესებს;
გ) მონაწილეობს სერტიფიცირების პოლიტიკის შემუშავებაში, აგრეთვე რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ცენტრების (ლაბორატორიების) აკრედიტაციის წესების შემუშავებაში;
დ) ზედამხედველობს აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოებისა და საგამოცდო ცენტრების (ლაბორატორიების) მიერ ამ რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას;
ე) ზედამხედველობს რადიოდანადგარების და სატელეკომუნიკაციო დანადგარების, აგრეთვე სხვა აპარატურის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ხელშეშლების მდგომარეობას;
ვ) თანამშრომლობს სერტიფიკაციისა და სტანდარტიზაციის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. კომისია მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების უზურნველსაყოფად უფლებამოსილია:
ა) პროდუქციის შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე შეამოწმოს საქართველოში სერტიფიცირებული და სამომხარებლო ბაზარზე განთავსებული დანადგარის, აგრეთვე გამოფენა-გაყიდვებზე წარმოდგენილი დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების, სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებისა და გამოფენა-გაყიდვაზე დემონსტრირებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) დანადგარის მომსახურებაში დაშვებამდე გამოითხოვოს მწარმოებლისაგან, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირისაგან შესაბამისობის დადასტურების შესახებ დოკუმენტაცია;
გ) მოითხოვოს მწარმოებლის, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან, იმპორტიორის ან ბაზარზე განმთავსებლისაგან იმ დანადგარის შესაბამისობის ამ რეგლამენტის მიხედვით დადასტურების უზრუნველყოფა, რომელსაც CE ან GES ნიშანდება დართული აქვს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით. დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიიღოს ამ რეგლამეტით განსაზღვრული ზომები მოცემული დანადგარის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსების შეზღუდვის მიზნით;
დ) კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ რადიოდანადგარისა ან სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ქსელთან მიერთებაზე არამართლზომიერი უარის ან გათიშვის შემთხვევაში, მიიღოს საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის ნორმატიული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ზომები და უზრუნველყოს რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ქსელში ჩართვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების სფეროში მოქმედი ნორმატიული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების, აგრეთვე კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ იყენებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სანქციებს;
ვ) ღებულობს გადაწყვეტილებას იმ დანადგარებისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის, აგრეთვე სხვა აპარატურის ფუნქციონირების პარამეტრების შეცვლის ან/და ექსპლუატაციის შეზღუდვის თაობაზე, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფითი საქმიანობისას გამოყენებული დანადგარების ან სხვა აპარატურის მიმართ ხელშეშლის წარმქმნას ან/და ელექტომაგნიტურ შეუთავსებლობას;
ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს ამ რეგლამეტიდან.
3. კომისია ამოწმებს აკრედიტაციის მსურველის მონაცემების ამ რეგლამეტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და წარუდგენს საქსტანდარტს სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის.
4. კომისია აწარმოებს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების უწყებრივ რეესტრს; ახორციელებს საქართველოში სერტიფიცირებული რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარებისა და მათი მწარმოებლების რეგისტრაციას
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუ ქციები
თავი III — სერტიფიკაციის ორგანოები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. შესაბამისობის დადასტურება ევროპაში და CE ნიშანდება
- მუხლი 9. შესაბამისობის დადასტურება საქართველოში
- მუხლი 10. GES ნიშანდება
- მუხლი 11. შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურა
- მუხლი 12. ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის დროს
- მუხლი 13. შესაბამისობის დადასტურება სრული ხარისხის გარანტიით
- მუხლი 15. სერტიფიკაციის ორგანო. საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია)
- მუხლი 16. სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება
- მუხლი 17. მომსახურებაში დაშვება
- მუხლი 18. გამოფენა-გაყიდვა
- მუხლი 19. სანქციები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-14/