1. მწარმოებელი ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მათი საქართველოში არყოფნის შემთხვევაში, იმპორტიორი ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი საკუთარი პასუხისმგებლობითა და საქსტანდარტის მიერ დადგენილი წესით ადგენს რადიოდანადგარისა ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის შესაბამისობის დეკლარაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ ცოტა შემდეგ მონაცემებს:
ა) მწარმოებლის ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელწოდება და მისამართი;
ბ) პროდუქციის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, ტიპი, მოდელის ნომერი და ნებისმიერი სხვა დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა პარტია, ჯგუფი, სერიული ნომერი);
გ) წარმოებული დანადგარის ყველა თანდართული დოკუმენტაცია;
დ) შესაბამისი ევროპული სტანდარტის ზუსტი და სრული დასახელება;
ე) სხვა დამატებითი ინფორმაცია;
ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ზ) დეკლარაციის შედგენაზე სრული პასუხისმგებლობის მქონე პირი.
2. მწარმოებელი ადგენს ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც უზრუნველყოს დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. იგი მოიცავს დანადგარის კონსტრუირებისა და წარმოების პროცესის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) დანადგარის ზოგადი აღწერილობა;
ბ) კონცეპტუალური კონსტრუქცია, წარმოების ესკიზი, კომპონენტების სქემები და სხვ;
გ) ესკიზების, სქემებისა და დანადგარის მუშაობის პრინციპის აღწერა და განმარტება;
დ) ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალი, რომელიც გამოიყენება მთლიანად ან ნაწილობრივ; ევროპის ჰარმონიზებული სტანდარტების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ამ რეგლამენტით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნების შესასრულებლად მიღებული გადაწყვეტილებების აღწერა;
ე) გამოცდის (ტესტირების) შედეგები და სხვ.
3. მწარმოებელი ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მათი საქართველოში არყოფნის შემთხვევაში, იმპორტიორი ან/და დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და ტექნიკური დოკუმენტაცია მისი შედგენიდან 10 წლის მანძილზე.
4. მწარმოებელი ვალდებულია უზურნველყოს წარმოების პროცესის ამ მუხლით განსაზღვრულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და წარმოებული პროდუქციის ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 11. შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურა
თავი II — შესაბამისობის დადასტურება და ნიშანდება (CE, GES)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 6. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები
- მუხლი 7. ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები
- მუხლი 8. შესაბამისობის დადასტურება ევროპაში და CE ნიშანდება
- მუხლი 9. შესაბამისობის დადასტურება საქართველოში
- მუხლი 10. GES ნიშანდება
- მუხლი 12. ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის დროს
- მუხლი 13. შესაბამისობის დადასტურება სრული ხარისხის გარანტიით
- მუხლი 14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუ ქციები
- მუხლი 15. სერტიფიკაციის ორგანო. საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია)
- მუხლი 16. სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-11/