1. CE ნიშანდების არმქონე რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება საქართველოში შესაბამისობის დადასტურების პროცედურით.
2. CE ნიშანდების არმქონე რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისათვის მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი ან/და ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციას.
3. დანადგარი, რომელიც არ იყენებს რადიოსიხშირეებს, მწარმოებლის ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, იმპორტიორის ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევით, ექვემდებარება ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურას ან შესაბამისობის დადასტურებას სრული ხარისხის გარანტიით იმ პირის ინიციატივითა და ხარჯით, რომელიც პასუხისმგებელია რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე.
4. დანადგარი, რომელიც იყენებს რადიოსიხშირეებს და №2 დანართით განსაზღვრულ ევროპულ ჰარმონიზებულ სტანდარტებს სრულად, მწარმოებლის, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, იმპორტიორის ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის შერჩევით, ექვემდებარება ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურას ან შესაბამისობის დადასტურებას სრული ხარისხის გარანტიით იმ პირის ინიციატივითა და ხარჯით, რომელიც პასუხისმგებელია რადიოდანადგარის ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის, ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის, იმპორტიორის ან/და დანადგარის საქართველოს ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ამ პუნქტში განსაზღვრული დანადგარისათვის შეირჩევა შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურა, დამატებით ტარდება ტესტირება; ტესტირება უნდა განხორციელდეს მწარმოებლის ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ან მისი სახელით შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ტესტური კომპლექტი განისაზღვრება მწარმოებლის ან საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შერჩეული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტური კომპლექტი განსაზღვრულია ევროპის ჰარმონიზებული სტანდარტებით;
ბ) მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოში, იმპორტიორი ან/და პირი, რომელიც პასუხისმგებელია დანადგარის ბაზარზე განთავსებაზე, ვალდებულია შესაბამისობის დადასტურების დეკლარაციაში აღნიშნოს, რომ დამატებითი ტესტირება ჩატარებულია და დანადგარი შეესაბამება ძირითად მოთხოვნებს, აგრეთვე შესაბამისი აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი.
5. დანადგარი, რომელიც იყენებს რადიოსიხშირეებს და მისი წარმოებისას არ გამოიყენება ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები ან გამოიყენება ნაწილობრივ, ექვემდებარება შესაბამისობის დადასტურებას სრული ხარისხის გარანტიით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 9. შესაბამისობის დადასტურება საქართველოში
თავი II — შესაბამისობის დადასტურება და ნიშანდება (CE, GES)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. გამოყენება
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები
- მუხლი 6. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები
- მუხლი 7. ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები
- მუხლი 8. შესაბამისობის დადასტურება ევროპაში და CE ნიშანდება
- მუხლი 10. GES ნიშანდება
- მუხლი 11. შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურა
- მუხლი 12. ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის დროს
- მუხლი 13. შესაბამისობის დადასტურება სრული ხარისხის გარანტიით
- მუხლი 14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუ ქციები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-9/