1. საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართული კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია:
ა) გამოაქვეყნოს ქსელის ინტერფეისი და ქსელში არსებული ტექნიკური საშუალებების ზუსტი მახასიათებლები ამ ინტერფეისის საშუალებით მიწოდებულ მომსახურებათა საჯარო ხელმისაწვდომობისათვის;
ბ) რეგულარულად მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ კავშირგაბმულობის ოპერატორს ინფორმაცია ქსელის ინტერფეისის განახლებული მახასიათებლების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების შესახებ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შესაბამისი ინტერფეისის საშუალებით მიწოდებული მომსახურების გამოყენება.
2. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები მოიცავენ შესაბამისი სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარის წარმოებისათვის, აგრეთვე ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების ტესტების ჩასატარებლად აუცილებელ ინფორმაციას. ქსელის ინტერფეისის ძირითადი მახასიათებლები, აგრეთვე განახლებული მახასიათებლები, სხვა მწარმოებელს მიეწოდება ინგლისურ თარგმანთან ერთად.
3. კავშირგაბმულობის ოპერატორი ვალდებულია კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ქსელის ინტერფეისის გამოქვეყნებული მახასიათებლების, აგრევთვე მათი გამოქვეყნებისა და განთავსების შესახებ.
4. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლების დიდი მოცულობის გამო, მისი გამოქვეყნების მიზანშეუწონლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მახასიათებლების შემოკლებული ვერსიის გამოქვეყნება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება ინტერფეისის გამოყენების ხასიათისა და მიზნის შესახებ და შეიცავდეს ინფორმაციას ინტერფეისის სრული მახასიათებლების განთავსების თაობაზე. კავშირგაბმულობის ოპერატორი უზრუნველყოფს ინტერფეისის სრული მახასიათებლების გადაცემას დაინტერესებული მხარისათვის მისი მოთხოვნის შემთხვევაში