1. ამ რეგლამენტით განსაზღვრული დანადგარები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
ა) მომხარებლებისა და სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ რადიოელექტრული დანადგარების უსაფრთხო და დანიშნულებისამებრ გამოყენებას, აღნიშნული უნდა იყოს უშუალოდ დანადგარზე და თუ ეს შეუძლებელია – თანდართულ დოკუმენტაციაზე;
ა.ბ) მწარმოებლის საფირმო სახელწოდება ან მისი სავაჭრო ნიშანი გარკვევით უნდა აღინიშნოს დანადგარზე და თუ ეს შეუძლებელია – შეფუთვაზე;
ა.გ) დანადგარი, მის შემადგენელ ნაწილებთან (კომპონენტებთან) ერთად უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო აწყობასა და ჩართვას;
ა.დ) დანადგარი წარმოებული უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფდეს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებას, უსაფრთხო შენახვასა და მომხმარებლების, სხვა პირების, შინაური ცხოველებისა და ქონების უსაფრთხოებას; დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები უნდა უზურნველყოფდეს:
ა.დ.ა) დანადგარის ექსპლოატაციისას მომხმარებლების, სხვა პირებისა და შინაური ცხოველების დაცვას ფიზიკური ზემოქმედების ან სხვა დაზიანებისაგან, რაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირმა ან არაპირდაპირმა ელექტრულმა ზემოქმედებამ;
ა.დ.ბ) საშიში ტემპერატურის, ადამიანის ჯანმელობისთვის სახიფათო რადიაციის დონის ან ელექტრული რკალის (ელექტრული გარღვევის) წარმოქმნის თავიდან აცილებას;
ა.დ.გ) ადამიანისა და შინაური ცხოველების, აგრეთვე ქონების დაცვას ელექტრული დანადგარებით გამოწვეული არაელექტრული საფრთხისაგან, რისთვისაც დანადგარს უნდა გააჩნდეს შესაბამისი იზოლაცია;
ა.დ.დ) გარეზემოქმედებით გამოწვეული საფრთხისაგან დაცვის ტექნიკური პირობები უნდა უზრუნველყოფდეს ელექტრულ დანადგარებზე მექანიკური ან/და სავარაუდო გარემო პირობებში ან სავარაუდო გადატვირთვის დროს არამექანიკური გავლენის თავიდან აცილებას;
ბ) ექსპლუატაციის თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად დანადგარის ინსტალაციის, შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში:
ბ.ა) დანადგარების, სტანდარტით განსაზღვრული სიხშირული ზოლის გარეთ გამოსხივებამ არ უნდა გადააჭარბოს იმ დონეს, რომელიც გამოიწვევს ხელშეშლებს სხვა აპარატურის დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს;
ბ.ბ) სხვა აპარატურის დანიშნულებისამებრ გამოყენების დროს დანადგარს უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტური ხელშეშლის შიდაიმუნიტეტი;
გ) მიწისზედა კავშირის რადიოსაშუალებებისა და დედამიწის ხელოვნური თანამგზავრის რესურსებისათვის განაწილებული სიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნეს ისე, რომ არ გამოიწვიოს მიუღებელი ან/და საზიანო ხელშეშლა.
2. ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის ძირითადი მოთხოვნები განსაზღვრულია ამ რეგლამენტის №1 დანართით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 5. ძირითადი მოთხოვნები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 2. მიზანი
- მუხლი 3. გამოყენება
- მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 6. ქსელის ინტერფეისის მახასიათებლები
- მუხლი 7. ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები
- მუხლი 8. შესაბამისობის დადასტურება ევროპაში და CE ნიშანდება
- მუხლი 9. შესაბამისობის დადასტურება საქართველოში
- მუხლი 10. GES ნიშანდება
- მუხლი 11. შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის პროცედურა
- მუხლი 12. ტესტირება შესაბამისობის დადასტურების შიდაკონტროლის დროს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-5/