1. მწარმოებელი შეიმუშავებს დანადგარის კონსტრუირებისა და წარმოების, აგრეთვე დანადგარის ტესტური შემოწმებისა და ხარისხის განსაზღვრის სისტემას.
2. ხარისხის განსაზღვრის სისტემის შეფასებისათვის სერტიფიკაციის ორგანოს წარედგინება განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) დანადგარის შესახებ სათანადო ინფორმაცია;
ბ) ხარისხის განსაზღვრის სისტემის დოკუმენტაცია;
გ) დოკუმენტირებული, სისტემატიზებული, წერილობითი ფორმით, პროცედურული ინსტრუქციების სახით შედგენილი სხვა ინფორმაცია, ამ რეგლამეტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. ხარისხის განსაზღვრის სისტემის დოკუმენტაციაში აისახება ხარისხის განსაზღვრის შემდეგი მონაცემები:
ა) ხარისხის განსაზღვრის მიზნები და ორგანიზაციული სტრუქტურა, კონსტრუირებასთან და პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული მენეჯმენტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა;
ბ) ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტი, აგრეთვე, ტესტირების დროს გამოსაყენებელი მახასიათებლები;
გ) კონსტრუირების კონტროლისა და შემოწმების ტექნიკა, კონსტრუირებისას გამოყენებული პროცესები და სისტემური ქმედებები;
დ) წარმოების, ხარისხის კონტროლისა და ხარისხის გარანტირების შესაბამისი ტექნიკა, გამოსაყენებელი პროცესები და შესაბამისი პროცედურები.
ე) გამოცდები და ტესტები, რომლებიც ტარდება დანადგარის წარმოებაში ჩაშვებამდე და წარმოების პროცესში, ჩატარებული ტესტების შედეგები, რომლებიც მიღებულია ამ რეგლამენტით განსაზღვრული ძირითადი მოთხოვნების შესრულებამდე;
ვ) ტესტირებისა და საგამოცდო დანადგარების ტესტის შესრულებისათვის საჭირო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველმყოფი ტექნიკური, პროგრამული და სხვა საშუალებები;
ზ) ჩანაწერები ხარისხის შესახებ (შემოწმების ანგარიშები, ტესტირებისა და მარკირების მონაცემები, პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემები და სხვ.);
თ) დანადგარის კონსტრუირებისა და სათანადო ხარისხის მიღწევის, აგრეთვე ხარისხის სისტემის ეფექტური მუშაობის ზედამხედველობის საშუალებები.
4. სერტიფიკაციის ორგანო:
ა) აფასებს ხარისხის განსაზღვრის სისტემას და ადგენს აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც შესაძლებელია მოიცავდეს მწარმოებლის მიერ მიწოდებული ტესტირების შედეგებს, ადგენს უზრუნველყოფს თუ არა ხარისხის განსაზღვრის სისტემა დანადგარის შესაბამისობას ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან. ამ მიზნისათვის სერტიფიკაციის ორგანო გამოყოფს დანადგარის ტექნოლოგიის ექსპერტის გამოცდილების მქონე სულ ცოტა ერთ პირს მაინც. დადგენის პროცედურა მოიცავს დანადგარის მწარმოებელი საწარმოს განთავსების ადგილზე შემოწმებას. მწარმოებელს ეცნობება სერტიფიკაციის ორგანოს შეფასების დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ერთვის გამოცდის ოქმი.
5. მწარმოებელი ვალდებულია:
ა) უზურუნველყოს ხარისხის განსაზღვრის დამტკიცებული სისტემის ადეკვატურობა წარმოების პროცესთან და მისი ეფექტურება;
ბ) წინასწარ აცნობოს სერტიფიკაციის ორგანოს, ხარისხის სისტემის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომლის საფუძველზეც სერტიფიკაციის ორგანო აფასებს წარმოდგენილ ცვლილებებს და იღებს გადაწყვეტილებას ხარისხის განსაზღვრის სისტემაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ.
6. ხარისხის განსაზღვრის სისტემის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანო, რომლის მიზანიც არის მწარმოებლის მიერ ხარისხის განსაზღვრის დამტკიცებული სისტემით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა, რისთვისაც მწარმოებელი ვალდებულია შესაძლებლობა მისცეს სერტიფიციკაციის ორგანოს შეამოწმოს დანადგარის კონსტრუირების, წარმოების, ინსპექტირების, შემოწმებისა და შენახვის ადგილები, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, ჩანაწერები ხარისხის შესახებ (ანალიზის შედეგი, გაანგარიშება, ტესტირება, შემოწმების შესახებ ანგარიშები და ტესტირების, კლასიფიცირების (მარკირების) მონაცემები, პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემები და სხვ.);
7. მწარმოებლის მიერ ხარისხის განსაზღვრის სისტემის შენარჩუნების მიზნით სერტიფიკაციის ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს მონიტორინგს და მის შედეგებს აწვდის მწარმოებელს. სერტიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მწარმოებლის მოულოდნელი შემოწმება, რომლის დროსაც, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია ხარისხის განსაზღვრის სისტემის სწორი ფუნქციონირების შემოწმების მიზნით ჩაატაროს ტესტირება.
8. მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ბოლო დანადგარის გამოშვებიდან 10 წლის მანძილზე:
ა) ხარისხის განსაზღვრის სისტემის დოკუმენტაცია;
ბ) სერტიფიკაციის ორგანოს გადაწყვეტილებები და ანგარიშები.
9. სერტიფიკაციის ორგანოში დანადგარის ხარისხის სისტემის დამტკიცების, მათ შორის, განხილული, გამოშვებული და გაუქმებული დანადგარის თაობაზე დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვა სერტიფიკაციის ორგანოებისათვის.
თავი III
სერტიფიკაციის ორგანოებ