1. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება (სერტიფიცირება) ხორციელდება სერტიფიკაციის ორგანოების მიერ, რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტაციას გადიან საქსტანდარტში.
2. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სასერტიფიკაციო გამოცდების (ტესტირების) ჩატარების მიზნით სერტიფიკაციის ორგანოსთან ან მისგან დამოუკიდებლად იქმნება საგამოცდო ცენტრები (ლაბორატორიები).
3. საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, საზოგადოებრივი გაერთიანება სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის განცხადებით მიმართავს კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს რადიოდანადგარების ან/და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების კონკრეტული სახეობები ან კლასი, რომელთა სერტიფიკაციისათვისაც იქმნება სერტიფიკაციის ორგანო.
4. რადიოდანადგარების და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციისათვის საჭიროა შემდეგი მინიმალური მოთხოვნების შესრულება:
ა) რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოს, მის ხელმძღვანელსა და პერსონალს არ უნდა გააჩნდეს პირდაპირი ან ირიბი დამოკიდებულება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების წარმოების, იმპორტისა და მარკენტინგის, ბაზარზე განთავსებისა და შენახვის პროცესთან;
ბ) აკრედიტაციის მიმღები პირი არ შეიძლება იყოს მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი პირი, რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების კონსტრუქტორი ან ინსტალატორი, კავშირგაბმულობის ოპერატორი, აგრეთვე მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი;
გ) რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალი დაკომპლექტებული უნდა იყოს სპეციალური კვალიფიკაციის მქონე პირებით. მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას დაუშვებელია მათზე ზეწოლა ან/და წახალისება;
დ) რადიოდანადგარების და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოს უნდა გააჩნდეს სულ ცოტა ერთი საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია) მაინც, რომელიც აღჭურვილია სათანადო დანადგარებით, პროგრამული და სხვა ტექნიკური საშუალებებით;
ე) სერტიფიკაციის ორგანოს იმ პერსონალს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას, უნდა გააჩნდეს ტესტირებისა და ძირითადი მოთხოვნების შესახებ სპეციალური ტექნიკური ცოდნა. შემოწმების განმახორციელებელი პირი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია. დაუშვებელია მისი ანაზღაურების მის მიერ ჩატარებული შემოწმებისა და ტესტირების ოდენობით, აგრეთვე შემოწმების შედეგების მიხედვით განსაზღვრა;
ვ) პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც მოპოვებულ იქნა სერტიფიკაციის ორგანოს მუშაკის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხოლოდ კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს ნებართვის საფუძველზე.
5. აკრედიტაციის მსურველის მონაცემების ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისია მიმართავს საქსტანდარტს აღნიშნული პირის რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიკაციის ორგანოდ აკრედიტაციის თაობაზე.
6. სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაცია ხორციელდება საქსტანდარტის მიერ დადგენილი წესით.
7. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსა და საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) ძირითადი ფუნქციები, საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და საქსტანდარტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით.
თავი IV
სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება და მომსახურებაში დაშვებ