1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო, საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია), აგრეთვე რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების მწარმოებელი, საქართველოში მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, იმპორტიორი, აგრეთვე ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებელი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულები არიან დაიცვას საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები, აგრეთვე მათ საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ დამრღვევი პირისათვის მიცემული ვადის გასვლისა და დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დამრღვევი პირის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როცა არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ საფრთხე ექმნება საზოგადოების უსაფრთხოებასა და ადამიანის ჯანმრთელობას, ან რამაც კავშირგაბმულობის სხვა ოპერატორებს შეიძლება მიაყენოს სერიოზული ტექნიკურ-ეკონომიკური ზიანი, აგრეთვე არსებული ან სავარაუდო ელექტრომაგნიტური შეუთავსებლობის თავიდან აცილების ან/და საერთო სარგებლობის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და რადიოდანადგარების ელექტრომაგნიტური ხელშეშლისაგან დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის დაუყოვნებლივი აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების უზრუნველსაყოფად დისკრეციულად გამოიყენოს უშუალო იძულების შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთი:
ა) რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების გამოყენების დროებით შეზღუდვა;
ბ) კავშირგაბმულობის ოპერატორის საქმიანობის დროებითი შეზღუდვა;
4. კომისია უფლებამოსილია აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ ის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფ და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას.
5. კომისია უფლებამოსილია აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქსტანდარტს სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის შეჩერების შესახებ, ხოლო დარღვევის აკრედიტაციის შეჩერების აქტით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში – მოითხოვოს სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის გაუქმება.
თავი VI
გარდამავალი დებულებებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.12.2004
მუხლი 19. სანქციები
თავი V — პასუხისმგებლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. შესაბამისობის დადასტურება სრული ხარისხის გარანტიით
- მუხლი 14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუ ქციები
- მუხლი 15. სერტიფიკაციის ორგანო. საგამოცდო ცენტრი (ლაბორატორია)
- მუხლი 16. სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება
- მუხლი 17. მომსახურებაში დაშვება
- მუხლი 18. გამოფენა-გაყიდვა
- მუხლი 20. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის №2 დადგენილება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №2, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 320060000.17.010.006968 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1195888/muxli-19/