1. სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.
2. ნასყიდობის ხელშეკრულება საკრედიტო ხელშეკრულებასთან ერთად ქმნის ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას, თუ კრედიტი ემსახურება შესასყიდი ფასის დაფინანსებას და ორივე ხელშეკრულება განიხილება როგორც ეკონომიკური ერთიანობა. ეკონომიკურ ერთიანობად ჩაითვლება, როცა კრედიტის მიმცემი საკრედიტო ხელშეკრულების მომზადების ან დადების დროს გამყიდველის მონაწილეობას იყენებდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(31)
საქმე №ას-115-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2025
…დაფარვის მიზნით გაიცა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა დაფარული შენატანი ამხანაგობაში, რის გამოც ამხანაგობამ არ გადაუფორმა მას ფართი. 4.5 სააპელაციო პალატამ, აპელანტის მითითებაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილი, - ვინაიდან, ი.მ.ა „ა. პ“-მა მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება 103.49 კვ.მ. საოფისე ფართზე, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა…
საქმე №ას-711-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…და ბანკსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელთა კავშირი დასახელებულ ხელშეკრულებებთან არ დასტურდება. შესაბამისად, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები ერთიანი ეკონომიკური კავშირის დადგენის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე არ ქმნის. 9. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებულია…
საქმე №ას-1307-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2019
…ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მიღებით. 13. აღნიშნული განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 370-ე და 250-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს…
საქმე №3გ/ად-188-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2003
…თანხების არ გადახდის გამო მოსარჩელე იძულებული იყო ხელი მოეწერა კაბალური და მისთვის წამგებიანი ხელშეკრულებისათვის. დავის გადაწყვეტისას სასამართლომ გამოიყენა 1964წ. სკ-ს 56-ე, 185-ე, 219-ე, 235-ე მუხლები და დღეს მოქმედი სკ-ს 55-ე, 370-ე, 395-ე, 398-ე მუხლები, სზაკ-ს მე-60 მუხლი. რაიონული სასამართლოს 09.07.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლდა საურავის გადახდისაგან,…
…ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით. ამავე კოდექსის 370-ე მუხლით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო…