გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
030210219002851323
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210219002851323

N 2/89-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

25.03.2019 წელი ქ.ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

განმცხადებელი ა-------- ს-------ნი

წარმომადგენელი ლ---- ა-----ე

დავის საგანი იურიდული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 310-312-ე, 369-ე მუხლებით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 426-ე მუხლის პირველი ნაწილით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------- ს-------ნის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის დადგენასთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, რომ 1--- წლის 0- მ-----ს გარდაცვლილი ე-----------ა ე---------- ს------- ასული არის 2--- წლის 3- მ-----ს გარდაცვლილი მოქალაქის რ---- ს-------ნის (ქალიშვილობის გვარი - ,,მ---–-----ო“) დედა.

 

დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, რომ რ---- ს-------ნი ე-----------ა ე---------- ს------- ასულის გარდაცვალების დღიდან 1--- წლის 0- მ------დან დაეუფლა მის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით.

 

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. ხოლო საქმის შედეგით დაინტერესებულმა პირებმა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს შეიძლება მიმართონ განცხადებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 424-427-ე მუხლებით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში, სავალდებულოა აღსასრულებლად და სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე