გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2018
საქმის ნომერი
040210218002363440
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 040210218002363440

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2018 წელი ქ. ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: როინ კახიძე

სხდომის მდივანი: თამილა ახვლედიანი

განმცხადებელი: ა-------- ა---–-------

წარმომადგენელი ნ---- უ-------–---

მოთხოვნის არსი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა- ნათესაური კავშირის და მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-250-ე, 257-ე, 310-312-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

g a d a w y v i t a:

1. ა-------- ა---–-------ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - პირთა ნათესაური კავშირი ვ------- ა---–------- (გარდაცვალების მოწმობა - №58157000402) და ა-------- ა---–------- პ/ნ4----------- შორის და-ძმობის ფაქტი;

3. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - პირთა ნათესაური კავშირი ვ------- ა---–-------ა (გარდაცვალების მოწმობა - №58157000402) და ანდრო ა---–------- (გარდაცვალების მოწმობა - N58177000203) შორის მამა-შვილობის ფაქტი;

4. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - პირთა ნათესაური კავშირი ვ------- ა---–-------ა (გარდაცვალების მოწმობა - №58157000402) და მარუსია ა---–------- (გარდაცვალების მოწმობა - N58157000398) შორის დედა-შვილობის ფაქტი;

5. დადგენილ იქნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ა-------- ა---–------- (პ/ნ 4----------- ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს აწ გარდაცვლილი დის ვ------- ა---–-------ს (გარდაცვალების მოწმობა N58157000402) დანაშთი სამკვიდრო - უძრავი ქონება - მდებარე ცაგერის რაიონი სოფ უცხერში საკადასტრო კოდით N89.0-.2-.0-- N89.0-.2------ N89.---------- N89.0-.2-.0---

6. განმცხადებელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილებსგმოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონული ისასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართე: როინ კახიძე

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლის კანონიერი წარმომადგენელის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: როინ კახიძე