გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
071210217002235758
N2/183-2017წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
18.01.2018 წელი ქ. საგარეჯო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნანა გოშნიაშვილი
განმცხადებელი: ს---–------ ჯ----–-–---–-
წარმომადგენელი: თ----- კ-----
მოთხოვნის არსი: უფლების დამდგენი საბუთის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-250-ე, 257-ე, 310-312-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
g a d a w y v i t a:
1. ს---–------ ჯ----–-–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, იმის თაობაზე, რომ 1--- წელს სსე-აქტის ჩანაწერი N-------ის მონაცემები გაცემული 1--- წელის 3- ს----------- დაბადებულ ს---–------ ჯ----–-–---–-ს სახელზე, ეკუთვნის ს---–------ ჯ----–-–---–- 1--- წლის 3- ს----------- დაბადებულს, პირადი ნომერით: 3----------.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია განმცხადებლის მიერ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
შენიშვნა:
განმცხადებლის თხოვნით, რომელმაც წერილობით განაცხადა, რომ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე: პაატა ნოზაძე