გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1419 -18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
18 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე, იგივე მოპასუხე - გ----- ს---–------ე;
წარმომადგენელი - ნ--- ჯ----–--ე;
მოპასუხე, იგივე მოსარჩელე - ე---------- ნ--–-----ე;
წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე;
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - ქორწინების შეწყვეტა;
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ალიმენტის დაკისრება;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----- ს---–------ის სარჩელი ე---------- ნ--–-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
1.1. შეწყდეს ე---------- ნ--–-----ეს (პ/ნ 6----------) და გ----- ს---–------ეს (პ/ნ 2----------) შორის 2006 წლის 15 ივნისს, სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერით №-------, რეგისტრირებული ქორწინება.
2. ე---------- ნ--–-----ის შეგებებული სარჩელი გ----- ს---–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2.1. გ----- ს---–------ეს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 06 ივლისს დაბადებული ლ---- ს---–------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 15 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ----- ს---–------ეს 2018 წლის 10 იანვარს ნ--- ჯ----–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორასი) ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. 11) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე
მხარეთა მოთხოვნით, რომლებიც ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით – დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე