დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 28.12.2006
საქმის ნომერი
ას-337-740-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.12.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-337-740-06 28 დეკემბერი, 2006 წ ¹ ას-337-740-06 28 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

მოსამართლე თ. თოდრია

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ჰ/კ „ს. ქ-ის“ პრეზიდენტმა ნ. ც-იამ და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.ქ-ა 678-ის“ თავმჯდომარე გ.ს-შვილმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში შ. ბ-შვილის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქ.თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1981წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით «ს. ქ-იას” ქ. თბილისში, ... ¹13ა-ში გამოეყო ტერიტორია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. 1983-85 წლებში სამთო ქიმიამ, ორჯონიკიძის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომთან ერთად, ბინებით დააკმაყოფილა ის ოჯახები, რომლებიც ბარაკული განაშენიანებით დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. შ. და გ. ბ-შვილების ოჯახისათვის მათივე თანხმობით გაიცა 4 ოთახიანი ბინა ...-ში. მიუხედავად ამისა, შ. ბ-შვილმა უკანონოდ მიითვისა ... ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი ნაგებობით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს შ. ბ-შვილის გამოსახლება უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთიდან და საცხოვრებელი ნაგებობიდან.

მოსარჩელეებმა დაზუსტებულ სარჩელში მიუთითეს, რომ შ.ჯ-შვილმა, შ.წ-შვილმა, ვ.ლ-იამ და დ.ლ-იამ თვითნებურად დაიკავეს შ. ბ-შვილის ყოფილი საცხოვრებელი ბინა და სხვა შენობა-ნაგებობები თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის გადწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალათ ვ., ზ. და დ. ლ-იებს, შ. ჯ-შვილს, შ. წ-შვილს და შ. ბ-შვილს თანმხლებ პირებთან ერთად დაკავებული საცხოვრებელი ბინისა და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვალიკო, ზ. და დ. ლ-იებმა, შ. ჯ-შვილმა, შ. წ-შვილმა და შ. ბ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მარტის საოქმო განჩინებით ჰ/კ „ს. ქ-იის” დირექტორ მ.ც-იას და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ-ია «678-ის“ თავმჯდომარე გ.ს-შვილის მიერ სარჩელზე უარის თქმის, ასევე ვ. და დ. ლიპარტიების წარმომადგენელ გ. ყ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

ნ.ც-იამ, გ.ს-შვილმა, ვ. და დ. ლ-იებმა უარი განაცხადეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მარტის საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე.

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ-ია 678-ის“ თავმჯდომარე გ.ს-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 2006წ. 23 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შეთანხმება უკანონოა. შეთანხმება უნდა მომხდარიყო ... ქუჩაზე მცხოვრებ სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობით.

2006წ. 2 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ-ია 678-ის“ თავმჯდომარე გ. ს-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელე «ს. ქ-იის” დირექტორის - მ.ც-იასა და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა «ს. ქ-ია 678-ის” თავმჯდომარე გ.ს-შვილის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და ვ. და დ. ლ-იების წარმომადგენელ გ. ყ-შვილის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება.

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ-ია 678-ის“ თავმჯდომარე გ.ს-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა 2006წ. 23 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შეთანხმება უკანონოა. შეთანხმება უნდა მომხდარიყო .... ქუჩაზე მცხოვრებ სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობით.

სსკ-ის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 23 მარტის საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს. ქ-ია 678“-ის თავმჯდომარე გ. სვიმონიშვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.