თუ აღმოჩნდა, რომ მოვალეს ორი შესასრულებლიდან შეუძლია უარი თქვას ერთ-ერთზე, მაშინ ძალაში რჩება მეორე მოქმედების შესრულების ვალდებულებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 375. შესასრულებელ ვალდებულებათა არჩევა
სამოქალაქო კოდექსის 375-ე მუხლი · სკ 375
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-938-900-2014
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ შესრულების (უძრავი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის) შეუძლებლობა დადგა მოვალის ბრალით, ამ უკანასკნელმა ვალდებულება უნდა შეასრულოს დარჩენილი საგნით - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გადახდით ( სსკ-ის 375-ე მუხლი). და ბოლოს, თუ მოვალე, რომელსაც აქვს არჩევის უფლება, არ იყენებს მას, მაშინ კრედიტორი უფლებამოსილია, თავად გამოიყენოს ეს უფლება და მოითხოვოს ამა თუ იმ მოქმედების შესრულება.
- საქმე №ბს-765-751(კ-კს-14)
…დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
- საქმე №ბს-901-762-კ-04
…საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
- საქმე №ბს-150-325-კ-03
…და ტ. ბ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, ამიტომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ი. კ-ისათვის ერთი წლის ვადით 6,6 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში. სსკ-ს 375-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც იგი გასაჩივრებულია.
- საქმე №3გ/ად-34-კ.ს-03
…ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 მარტის განჩინებით რ. ს.-ის კერძო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, სკ-ს 414-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 375-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
- საქმე №3გ/ად-3-გ-03
- საქმე №3გ-ად-2-კს-03
- საქმე №3კ/604-02
მეზობელი მუხლები
- მუხლი 369. უარი ვალდებულების შესრულებაზე
- მუხლი 370. სამომხმარებლო კრედიტი
- მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ
- მუხლი 372. კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ
- მუხლი 373. ვალდებულების შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
- მუხლი 374. ალტერნატიული ვალდებულებანი
- მუხლი 376. ალტერნატიულ ვალდებულებათა არჩევის წესი
- მუხლი 377. ორზე მეტი შესასრულებელი ვალდებულების არჩევა
- მუხლი 378. ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება
- მუხლი 379. კრედიტორის უფლება სხვა შესრულების მიღებაზე
- მუხლი 380. ვალდებულების შესრულების ხარისხი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 375, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-375/