არ დაკმაყოფილდა

ადმინისტრაციული 30.06.2015
საქმის ნომერი
ბს-765-751(კ-კს-14)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.06.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

window.dataLayer=window.dataLayer||[];function gtag(){dataLayer.push(arguments);}gtag('js',new Date());gtag('config','G-JPM1P9LBS2');

საქმე N:ბს-765-751(კ-კს-14)

@media all and (min-width:992px){.navbar .nav-item .dropdown-menu{display:none}.navbar .nav-item:hover .nav-link{color:#fff}.navbar .nav-item:hover .dropdown-menu{display:block}.navbar .nav-item .dropdown-menu{margin-top:0}}

(function(d,s,id){var js,fjs=d.getElementsByTagName(s)[0];if(d.getElementById(id))return;js=d.createElement(s);js.id=id;js.src="https://connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v3.0";fjs.parentNode.insertBefore(js,fjs);}(document,'script','facebook-jssdk'));

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

-->

საქართველოს უზენაესი სასამართლო

მთავარი (current)

სასამართლოს შესახებ

შენობის ისტორია

მოსამართლეები

თავმჯდომარეები

სტატისტიკა

გადაწყვეტილებები

სიახლეები

ანალიტიკა

გამოცემები

უზენაესი სასამართლოს პერიოდული გამოცემები(გადაწყვეტილებები)

ჯურნალი "მართლმსაჯულება და კანონი"

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის ელ. კატალოგი

სხდომის განრიგი

კონტაქტი

#modalBody{

text-align: justify;

p{

text-align: justify;

}

}

}

A

A

Facebook

Twitter

ბს-765-751(კ-კს-14) 30 ივნისი, 2015 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი( მოსარჩელე)- რ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე)-ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2014წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

რ.კ-მა 13.06.2014 სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 13.05.2014წ. №2/პ-094 ბრძანების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების, რ.კ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილებით რ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 13.05.2014წ. №2/პ-094 ბრძანება ცნობილი იქნა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რ.კ-ი აღდგენილი იქნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას რ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

20.08.2014 წ. რ.კ-მა განცხდებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით. ცაგერის რაიონული სასამართლოს 26.08.2014წ. განჩინებით რ.კ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილება რ.კ-ის ცაგერის მუნიციპლიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 3(სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების შესახებ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 26.08.14 წ. სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014 წ. გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.09.2014წ. გადაწყვეტილებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 29.09.2014წ. განცხადებით (შუამდგომლობით) მიმართა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ.გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ამავე სასამართლოს 26.08.2014წ. განჩინების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2014წ. განჩინებით ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება (შუამდგომლობა) დაკმაყოფილდა, გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 26.08.2014წ. განჩინება ცაგერის რაიონული სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 29.09.2014წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ.კ-ის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.10.2014წ. განჩინებაზე კერძო საჩივრი შეიტანა რ.კ-მა.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ცაგერის გამგეობის მიერ სააპელაციო საჩივარში არ იყო მოთხოვნილი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხის განხილვა. ამასთანავე, სსკ-ის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სასამართლო სხდომაზე, რომელზეც გამოტანილ იქნება გადაწყვეტილება. აღნიშნულის მიუხედავად აპელანტმა შემდგომი განხილვის საგანი გახადა დაუყონებლივ აღსრულების მიქცევის საკითხი, რაც დაუშვებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. სსკ-ის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. ამავე კოდექსის 2671-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც სასამართლო სხდომაზე, ასევე მხარეთა დასწრების გარეშე. აღნიშნული ნორმები არ უდგენს სასამართლოს იმპერატიულ დანაწესს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხის განხილვის ფორმის შესახებ. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხის განხილვა აუცილებლად უნდა მომხდარიყო იმავე სხდომაზე, რომელზეც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. ამასთანავე, გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებისას მხარე არ არის შეზღუდული რომელიმე საპროცესო სტადიით, სააპელაციო საჩივარში შესაბამისი შუამდგომლობის არარსებობა არ უზღუდავდა ცაგერის გამგეობას საპროცესო შესაძლებლობას დაეყენებინა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი შუამდგომლობით, რომლის შესახებ სასამართლო მსჯელობს მხარეთა დასწრებით ან მხარეთა დასწრების გარეშე და იღებს შესაბამის განჩინებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.10.2014წ. განჩინების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე,419-ე,420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკამაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.10.2014წ. განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მაია ვაჩაძე

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო

ძმები ზუბალაშვილების #6 საფოსტო ინდექსი: 0108 ქ.თბილისი

 

+(995 32) 299 01 64

 

info@supremecourt.ge

 

facebook.com/SupremeCourtOfGeorgia

 

მოსამართლეები

 

თავმჯდომარეები

 

გადაწყვეტილებები

 

სტატისტიკა

 

შენობის ისტორია

 

სიახლეები

 

ანალიტიკა

 

ბიბლიოთეკა

 

სხდომის განრიგი

 

კონტაქტი

 

© 2022 Copyright:

supremecourt.ge

 

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

 

AOS.init();$(document).ready(function(){$('.mdb-select').materialSelect();});$('#carouselExampleFade').on('slide.bs.carousel',function(){})

var loader=null;function typeSearchm(){var searchT=$("#searchText").val();if(searchT.length

 

');}function searchb(){clearInterval(loader);loader=null;var searchT=$("#searchText").val();token="xslv2oVPR8N8OfZw599MiiPKSSoTRLG70dH6HLxf";$.ajax({url:"/search",type:"get",data:{searchT:searchT},success:function(response){$("#searchResult").html(response);},error:function(xhr,status,error){console.log(xhr)}});}$('.datepicker').datepicker({monthsFull:['იანვარი','თევერვალი','მარტი','აპრილი','მაისი','ივნისი','ივლისი','აგვისტო','სექტემბერი','ოქტომბერი','ნოემბერი','დეკემბერი'],weekdaysShort:['ორშ','სამ','ოთხ','ხუთ','პარ','შბ','კვ'],clear:'effacer',formatSubmit:'yyyy/mm/dd',format:'yyyy/mm/dd',})

$('.carousel.carousel-multi-item.v-2 .carousel-item').each(function(){var next=$(this).next();if(!next.length){next=$(this).siblings(':first');}next.children(':first-child').clone().appendTo($(this));for(var i=0;i

 

დახურვა

 

function printDiv(){var divToPrint=document.getElementById('modalBody');var newWin=window.open('გადაწყვეტილება','Print-Window');newWin.document.open();newWin.document.write(''+divToPrint.innerHTML+'');newWin.document.close();setTimeout(function(){newWin.close();},20);}var fontSize=16;function fontsizechange(sign){if(sign=='+'){if(fontSize>34)return;fontSize=fontSize+2;}if(sign=='-'){if(fontSize