მუხლი 371. ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ
1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.
2. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(85)
საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…ჩადენისათვის ( სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლით, რითაც მის მიმართ შემდეგში გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი) და სარჩელის წარმოებაში მიღება და დაკმაყოფილება მოითხოვა სსსკ-ის 371 და 44-ე მუხლის 49-ე ნაწილით და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 214 მუხლით. შესაბამისად, უდავოდ დადგენილია, რომ გ.კ-ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ უკანონო და…
საქმე №ას-1376-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
…შეცდომით ფიქრობდა, რომ ასრულებდა თავის ვალდებულებას, თუმცა კი შეასრულა სხვა პირის ვალდებულება, ასეთ შემთხვევაშიც ვალდებულება არ წყდება და მესამე პირს შეუძლია მოვალეს წაუყენოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნა სსკ-ის 371-ე, 976-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 986-ე მუხლების საფუძველზე. 13. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო კონდიქციური…
საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…გადანაცვლების უსაფუძვლობა. 16.5. დადგენილია, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნდათ უძრავი ქონების რეალიზაციიდან წარმოშობილი დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება, რაც მოსარჩელემ გადაიხადა (რაც, სსკ-ის 371-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვები იყო). კასატორები გამდიდრდნენ საგადასახადო ორგანოს წინაშე დღგ-ის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებით, შესაბამისად,…
საქმე №ას-1396-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…სფეროში იჭრება და თან, მას ამ ჩარევის არც უფლებამოსილება და არც მოვალეობა არ ეკისრება. დადგენილია, რომ მოპასუხეს ლ.ნ–ძის წინაშე ვალი ჰქონდა, მოსარჩელემ შეგნებულად გაისტუმრა მოპასუხის ვალი (შეასრულა ფულადი ვალდებულება), რაც სსკ-ის 371-ე მუხლის შესაბამისად დასაშვები იყო (მოცემულ შემთხვევაში, არც კანონიდან და ხელშეკრულებიდან და არც ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალეს…
საქმე №ას-417-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2024
…წყვეტდა და არ ქარწყლდებოდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნის უფლება მსესხებლის მიმართ. [პალატის მითითებით, მოცემული პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, ბანკსა და გ.ძ–ვს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ექცეოდა სსკ-ს 371-ე მუხლის რეგულირების სფეროში და არა სსკ-ს 203-ე მუხლით განსაზღვრულ ვალის გადაკისრების რეგულირებაში]. 7.12. გარდა ამისა, პალატის მითითებით, საქმეზე…
საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
საქმე №ას-106-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ას-1442-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
საქმე №ბს-1127(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
საქმე №ას-1582-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2022
საქმე №ას-1582-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2022