გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N 030210218002646796
N2/1101-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
13.11.2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევან ქირია
განმცხადებელი ხ---- ძ------
წარმომადგენლები ლ---- ა------, ლ---- გ-----
დავის საგანი იურიდული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 310-312-ე, 369-ე მუხლებით, 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 426-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ---- ძ------ს განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ხ---- ძ------ (პირადი ნომერი 4----------) ფაქტობრივი ფლობით შეუდგა მამის - ჟ----- ძ------ს (გარდაცვლილი 2017 წლის 19 თებერვალს, პირადი ნომერი 4----------) სამკვიდრო ქონებას, რომ მისი მამა - ჟ----- ძ------ (გარდაცვლილი 2017 წლის 19 თებერვალს, პირადი ნომერი 4----------) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა აწ გარდაცვლილი მისი მეუღლის - თ------ ძ------ს (გარდაცვლილი 2007 წლის 19 ოქტომბერს, პირადი ნომერი 4----------) სამკვიდრო ქონებას და თავად თ------ ძ------ს (გარდაცვლილი 2007 წლის 19 ოქტომბერს, პირადი ნომერი 4----------) ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა აწ გარდაცვლილი მისი მამის - კ------------- წ---–--------ს (გარდაცვლილი 1965 წლის 16 დეკემბერს) სამკვიდრო ქონება; დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ ხ---- ძ------ (პირადი ნომერი 4----------) ფაქტობრივი ფლობით შეუდგა მამის - ჟ----- ძ------ს (გარდაცვლილი 2017 წლის 19 თებერვალს, პირადი ნომერი 4----------) სამკვიდრო ქოენაბას, რომ მისი მამა - ჟ----- ძ------ (გარდაცვლილი 2017 წლის 19 თებერვალს, პირადი ნომერი 4----------) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა აწ გარდაცვლილი მისი მეუღლის - თ------ ძ------ს (გარდაცვლილი 2007 წლის 19 ოქტომბერს, პირადი ნომერი 4----------) სამკვიდრო ქონებას და თავად თ------ ძ------ს (გარდაცვლილი 2007 წლის 19 ოქტომბერს, პირადი ნომერი 4----------) ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა აწ გარდაცვლილი მისი დედის - ნ----- წ---–--------ს (გარდაცვლილი 1999 წლის 20 მარტს) სამკვიდრო ქონება.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. ხოლო საქმის შედეგით დაინტერესებულმა პირებმა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს შეიძლება მიმართონ განცხადებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 424-427-ე მუხლებით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შეტყობიდან ერთი თვის ვადაში.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
შენიშვნა:
განმცხადებლის მოთხოვნით, რომელიც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლის, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში, სავალდებულოა აღსასრულებლად და სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე