1. 2(1)(c) მუხლის, მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები უწყვეტად უნდა სრულდებოდეს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
2. მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, როდესაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ბრუნდება სხვა ქვეყანაში ექსპორტირებული წარმოშობის მქონე საქონელი, ის უნდა ჩაითვალოს, როგორც წარმოშობის სტატუსის არმქონე, თუ საბაჟო უწყებებისთვის არ იქნება დამტკიცებული, რომ:
(a) დაბრუნებულია იგივე საქონელი, რომელიც იქნა ექსპორტირებული; და
(b) დაბრუნებულ საქონელზე არ განხორციელებულა სხვა რაიმე ოპერაცია, გარდა იმისა, რომელიც საჭირო იყო მისი ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის იმ ქვეყანაში ყოფნისას ან ექსპორტირებისას.
3. II თავში მოცემული პირობების მიხედვით, წარმოშობის სტატუსის მოპოვებაზე არ იმოქმედებს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექსპორტირებულ (და, შესაბამისად, რეიმპორტირებულ) მასალებზე ამავე ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გარეთ განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება, თუ:
(a) ზემოხსენებული მასალები მთლიანად წარმოშობილია ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ექსპორტირებამდე გაიარეს დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ოპერაციებს ;
და
(b) საბაჟოსთვის იქნება დამტკიცებული, რომ:
(i) რეიმპორტირებული საქონელი მიღებულია ექსპორტირებული მასალის დამუშავება-გადამუშავებით; და
(ii) წინამდებარე მუხლის დებულებების საფუძველზე, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ მიღებული მთლიანი დამატებითი ღირებულება არ აღემატება იმ საბოლოო პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%-ს, რომლის წარმოშობის სტატუსიც სადავოა.
4. მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, II თავში მოცემული წარმოშობის სტატუსის მოპოვების პირობები არ შეეხება დამუშავება-გადამუშავებას ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ. თუმცა, სადაც II დანართის ჩამონათვალში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე ყველა მასალის მაქსიმალური ღირებულების დადგენის წესი გამოიყენება საბოლოო პროდუქციის წარმოშობის დადგენაში, ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მთლიანი ღირებულება, აღებული წინამდებარე მუხლის დებულებების გამოყენების შედეგად ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა აჭარბებდეს დადგენილ პროცენტულობას.
5. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების გამოყენების მიზნით, “მთლიანი დამატებითი ღირებულება“ ნიშნავს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ფარგლებს გარეთ გაწეულ ყველა ხარჯს, იქ გამოყენებული მასალების ღირებულების ჩათვლით.
6. მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც არ აკმაყოფილებს II დანართში ჩამოთვლილ პირობებს, და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებულია მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში დაფიქსირებული ზოგადი დაშვებები.
7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები არ ეხება პროდუქციას, რომელიც შეესატყვისება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.
8. წინამდებარე მუხლის დებულებებში მოცემული და ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საზღვრებს გარეთ შესრულებული დამუშავება-გადამუშავების ნებისმიერი ტიპი მოექცევა ზედაპირული დამუშავების ან მსგავსი კლასიფიცირების ქვე