1. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მიერ, რომელზედაც განაცხადი კეთდება წერილობით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.
2. ამ მიზნით, ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი და განაცხადის ფორმა, რომლის ნიმუშები მოცემულია III a და b დანარებში. აღნიშნული ფორმები შეივსება შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე და ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. მათი ხელით შევსების შემთხვევაში, სიტყვები შეტანილი უნდა იქნას მელნით და ბეჭდური ასოებით. პროდუქციის აღწერა შეტანილი უნდა იქნას ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ უჯრაში ცარიელი ხაზების გამოუტოვებლად. თუ რომელიმე უჯრა არ იქნება სრულად შევსებული, მაშინ ჰორიზონტალური ხაზი უნდა გაესვას აღწერის ბოლო ხაზის ქვეშ და გადაიხაზოს ცარიელი ადგილი.
3. ექსპორტიორი, რომელიც მოითხოვს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს, ნებისმიერ დროს, ექსპორტიორი ქვეყნის (სადაც გაიცემა EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი) საბაჟოს უწყების მოთხოვნის თანახმად, მზად უნდა იყოს ყველა იმ აუცილებელი დოკუმენტის წარსადგენად, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს, და ასევე წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად.
4. მე-5 პუნქტისთვის ზიანის მიუყენებლად, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო უწყების მიერ შემდეგ შემთხვევებში:
(a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და
i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე 3(2) მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან
ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;
(b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და
i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან
ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;
(c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და
i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან
ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;
5. EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის გამცემი საბაჟო უწყების მიერ, თუ შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, ან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომლის მიმართაც გამოიყენება კუმულაცია და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შემდეგ შემთხვევებში:
(a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და
i. კუმულაცია გავრცელდა 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;
ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან
iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში;
(b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში და
i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან
ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან
iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში;
(c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და
i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან
ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან
iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში;
6. EUR-MED გადაადგილების სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე ჩანაწერს ინგლისურ ენაზე მე-7 უჯრაში:
(a) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენებით მასალასთან მიმართებაში, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში:
„კუმულაცია გამოყენებულია ... (ქვეყნის/ქვეყნების სახელი)
(b) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენების გარეშე მასალასთან მიმართებაში, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში:
„კუმულაცია არ გამოიყენება“
7. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გამცემი საბაჟო უწყება მიიღებს ყველა ზომას, რომელიც აუცილებელია პროდუქციის წარმოშობის დასადგენად და წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესასრულებლად. ამისათვის, მას აქვს უფლება მოითხოვოს ნებისმიერი მტკიცებულება, და ჩაატაროს ნებისმიერი სახის ინსპექცია ექსპორტიორის ანგარიშებისა ან ნებისმიერი სხვა სახის შემოწმება, რომელსაც იგი ჩათვლის საჭიროდ. ის უნდა დარწმუნდეს მე-2 პუნქტში ნახსენები ფორმების სწორად შევსებაში. კერძოდ, მან უნდა შეამოწმოს არის თუ არა პროდუქციის აღწერისთვის გამოყოფილი უჯრები შევსებული ისე, რომ გამორიცხული იყოს ყველანაირი ყალბი დანართების შეტანის შესაძლებლობა.
8. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემის თარიღი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკატის მე-11 უჯრაში.
9. EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაიცემა საბაჟო უწყების მიერ და გადაეცემა ექსპორტიორს ფაქტიური ექსპორტის განხორციელების დროისათვი