როცა წარმოშობილი პროდუქცია საბაჟო კონტროლის ქვეშ ექცევა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, შესაძლებელია წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის შეცვლა ერთი ან რამდენიმე EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატით რომელიმე ამ პროდუქციის მთლიანად ან მისი ნაწილის გაგზავნის მიზნით ხელშემკვრელი მხარის ქვეყნის სხვა ნაწილებში. EUR.1 ან EUR-MED შემცვლელი წარმოშობის სერტიფიკატ(ებ)ი გაიცემა იმ საბაჟო უწყების მიერ, რომლის მეთვალყურეობის ქვეშაც იქნება მოქცეული აღნიშნული პროდუქცი