დეკლარაციის შედგენის პირობები

1. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „c“ ქვეპუნქტში აღწერილი წარმოშობის დეკლარაცია ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს:

(a) უფლებამოსილმა ექსპორტიორმა (22-ე მუხლის შინაარსის ფარგლებში); ან

(b) ნებისმიერი ისეთი პარტიის ნებისმიერმა ექსპორტიორმა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი წარმოშობის მქონე პროდუქციის შემცველი ფუთისგან, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.

2. მე-3 პუნქტის დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

(a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და

i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე, 3(2) მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან

ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;

(b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და

i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან

ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;

(c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და

i. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, კუმულაციის გამოყენების გარეშე ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან

ii. შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომელთანაც გამოიყენება კუმულაცია, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;

3. EUR-MED წარმოშობის სერტიფიკატი შესაძლოა შედგენილ იქნეს თუ შესაბამისი პროდუქტი ჩაითვლება წარმოშობილად ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, ან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, რომლის მიმართაც გამოიყენება კუმულაცია და რომლებიც ასრულებენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შემდეგ შემთხვევებში:

(a) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, და

i. კუმულაცია გავრცელდა 3(2) მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში;

ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარედან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან

iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში;

(b) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(1) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, ან 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში და

i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან

ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან

iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში;

(c) თუ პროდუქცია ექსპორტირებულია 3(2) მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარიდან 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში, და

i. კუმულაცია გავრცელდა მე-3 მუხლში მოცემულ ერთ ან მეტ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალაზე, იმის გათვალისწინებით, რომ EUR-MED სერთიფიკატი ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია გაიცა წარმოშობის ქვეყანაში; ან

ii. პროდუქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში, როგორც მასალა პროდუქციის წარმოებისათვის იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში ექსპორტისთვის კუმულაციის კონტექსტში, ან

iii. შესაძლოა განხორციელდეს პროდუქციის რე-ექსპორტი იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარიდან მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეში;

4. EUR-MED წარმოშობის სერთიფიკატი უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ რომელიმე ჩანაწერს ინგლისურ ენაზე:

(a) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენებით მასალით, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში:

„კუმულაცია გამოყენებულია (ქვეყნის/ქვეყნების სახელი)

(b) თუ წარმოშობა მიღებულია კუმულაციის გამოყენების გარეშე მასალით, რომელიც წარმოშობილია ერთ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეში:

„კუმულაცია არ გამოიყენება“

5. წარმოშობის დეკლარაციის ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციის შემდგენელი ექსპორტიორი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს, ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მოთხოვნით, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს და ასევე წინამდებარე კონვენციის სხვა მოთხოვნების შესრულებას.

6. წარმოშობის დეკლარაციას ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციას ადგენს ექსპორტიორი ანგარიშფაქტურაზე, მიწოდების შეტყობინებასა თუ სხვა კომერციულ დოკუმენტზე, დეკლარაციაზე ბეჭდვის ან შტამპის დასმის გზით რომელზე დასატანი ტექსტი მოცემულია IV დანართში და გამოიყენება იმავე დანართში მოცემული ერთ-ერთ ენა. ყველაფერი ეს სრულდება ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. თუ დეკლარაცია ხელითაა შევსებული, მაშინ იგი უნდა შესრულდეს მელნით და ბეჭდური ასოებით.

7. წარმოშობის დეკლარაციაზე ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაციაზე უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერა. თუმცა, უფლებამოსილ ექსპორტიორს (22-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) არ მოეთხოვება ამგვარი დეკლარაციის ხელმოწერა იმ პირობით, რომ მან ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას უნდა წარუდგინოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელიც განიხილება, როგორც ხელმოწერილი მის მიერ.

8. წარმოშობის დეკლარაცია ან EUR-MED წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს ექსპორტიორმა, როცა ხდება აღნიშნულ დეკლარაციასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტი, ან ექსპორტირების შემდეგ იმ პირობით, რომ იგი წარმოდგენილი იქნება იმპორტიორი ქვეყნისთვის არა უგვიანეს 2 წლის განმავლობაში იმ პროდუქციის იმპორტის შემდეგ, რომელთანაც იგი არის დაკავშირებულ