1. იქ, სადაც იდენტური და ერთმანეთის შეცვლის უნარის მქონე წარმოშობის მქონე და არმქონე მასალების ცალკეული მარაგის შენახვა ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან მატერიალურ სირთულეებს, საბაჟო უწყებას, ამ საქმესთან დაკავშირებული პირების წერილობითი მოთხოვნით, ამგვარი მარაგების მართვის მიზნით შეუძლია ე.წ. “აღრიცხვის სეგრეგაციის“ მეთოდის ( შემდგომში წოდებული, როგორც „მეთოდი“) ამოქმედება.
2. აღნიშნულმა მეთოდმა უნდა უზრუნველყოს, რომ (გარკვეული პერიოდის განმავლობაში) ისეთი მიღებული პროდუქციის რაოდენობა, რომლის განხილვაც შეიძლება "წარმოშობის მქონე პროდუქციად", იყოს იმ რაოდენობის ტოლი, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა მარაგების ფიზიკური სეგრეგაციის შემთხვევაში.
3. საბაჟო უწყებას შეუძლია გასცეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, ყველა შესაბამისი პირობის დაცვით.
4. აღნიშნული მეთოდის გამოყენება მოხდება და ჩაიწერება იმ ზოგადი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანაში.
5. აღნიშნული დახმარების მიმღებს შეუძლია გასცეს ან მოითხოვოს წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც საჭირო იქნება, პროდუქციის იმ რაოდენობისთვის, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობის მქონედ. საბაჟო უწყების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა უნდა წარადგინოს ანგარიში რაოდენობათა მართვის შესახებ.
6. საბაჟო უწყებას შეუძლია აკონტროლოს ზემოხსენებული მეთოდის გამოყენება და შეაჩეროს მისი მოქმედება ნებისმიერ დროს, როცა იგი ჩათვლის, რომ მიმღები არასათანადოდ იყენებს მინიჭებულ უფლებას, როგორი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ან არ ასრულებს წინამდებარე კონვენციის განსაზღვრულ რომელიმე სხვა პირობა