1. მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის მიუხედავად, EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი შეიძლება გამონაკლისის სახით გაიცეს ექსპორტის განხორციელების შემდეგ მასთან დაკავშირებული პროდუქციისთვის, თუ:
(a) იგი არ გაიცა ექსპორტირების დროს შეცდომების, დაუდევრობის ან განსაკუთრებული გარემოებების გამო; ან
(b) საბაჟო უწყებისთვის ცხადი გახდება, რომ EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი გაცემული იყო, მაგრამ ვერ იქნა მიღებული იმპორტირებისას ტექნიკური მიზეზების გამო.
2. მე-16 მუხლის მე-9 პუნქტის მიუხედავად, EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს პროდუქტის ექსპორტის განხორციელების შემდეგ, რომელიც მას უკავშრდება და რომლისთვისაც EUR.1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცა ექსპორტირების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ 16(5) მუხლის პირობების შესრულების დემონსტრირება მოხდა საბაჟო ორგანოების სასარგებლოდ.
3. 1-ლი და მე-2 პუნქტების განხორციელების მიზნით, ექსპორტიორმა განაცხადში უნდა მიუთითოს იმ პროდუქციის ექსპორტირების ადგილი და თარიღი, რომელსაც უკავშირდება მოთხოვნილი EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატი, და ჩამოაყალიბოს მოთხოვნის მიზეზი.
4. საბაჟო უწყებას შეუძლია EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის გაცემა რეტროსპექტულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ ექსპორტიორის განაცხადში მოცემული ინფორმაცია შეესაბამება საქმეში მოცემულ ინფორმაციას.
5. რეტროსპექტულად გაცემულ EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე:
"ISSUED RETROSPECTIVELY"
მე-2 პუნქტის გამოყენებით რეტროსპექტიულად დგაცემულ EUR-MED გადაადგილების სერთიფიკატებს თან უნდა ახლდეს ფრაზა ინგლისურ ენაზე:
"გაცემულია რეტროსპექტიულად (ორიგინალიEUR.1, ნომერი .... [თარიღი და გაცემის ადგილი])"
6. მე-5 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაშ