1. წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის საწარმოებლად ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და რომლისთვისაც წარმოშობის სერთიფიკატი გაცემულია ან შედგენილია V თავის დებულებების შესაბამისად, არ დაექვემდებარება ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის საბაჟო მოსაკრებლის დაბრუნებას ან მისგან გათავისუფლებას.

2. პირველ პუნქტში მოცემული აკრძალვა ეხება იმ საბაჟო მოსაკრებლების ან გადასახადების ნაწილობრივ თუ მთლიანად დაბრუნების, რემისიის ან გადაუხდელობის ნებისმიერ ზომას, რომლებიც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოებაში მოხმარებული მასალების შესახებ იმ მოქმედი კანონების ეკვივალენტურია, რომელთაც ამგვარი დაბრუნება, რემისია ან გადაუხდელობა ეხებათ, თვალნათლივ ან არსობრივად, და როცა ხდება ზემოხსენებული მასალებისგან მიღებული პროდუქციის ექსპორტი და არა მაშინ, როცა ისინი ქვეყანაში რჩება ადგილობრივი მოხმარების მიზნით.

3. წარმოშობის სერთიფიკატში მოხსენიებული პროდუქციის ექსპორტიორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ დროს, საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მოთხოვნით, წარადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მოცემული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მიმართ არ არის მიღებული საბაჟო მოსაკრებლის რაიმე დათმობა და რომ ამგვარ მასალასთან დაკავშირებული ყველა საბაჟო მოსაკრებელი ან გადასახდელი ფაქტიურად გადახდილია.

4. ამ მუხლის 1-3 პუნქტების დებულებები ასევე გამოიყენება შეფუთვის (მე-7 (2) მუხლის მნიშვნელობის გათვალისწინებით), აქსესუარების, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების (მე-8 მუხლის შინაარსის მიხედვით) და კომპლექტში მოცემული პროდუქციის (მე-9 მუხლის შინაარსის მიხედვით) მიმართ, როცა ამგვარ ერთეულებს არ გააჩნია წარმოშობა.

5. 1-4 პუნქტების დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ მასალების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება შესაბამისი შეთანხმების მოქმედება.

6. (a) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება 3(1) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარესა და 3(2) მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, ისრაელის, ფარერის კუნძულებისა და ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეების გამოკლებით, თუ პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორ ან იმპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილად, კუმულაციის გამოყენების გარეშე მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით.

(b) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ გავრცელდება ეგვიპტეს, იორდანიას, მაროკოსა და ტუნისს შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე, თუ პროდუქცია ჩაითვლება წარმოშობილად ერთ-ერთ ამ ქვეყანაში, კუმულაციის გამოყენების გარეშე, მე-3 მუხლში მოცემულ ერთ-ერთ სხვა ხელშემკვრელ მხარეში წარმოშობილ მასალებთან მიმართებით.

7. პირველი პუნქტის მიუხედავად, ექსპორტიორ ხელშემკვრელს მხარეს, გარდა ჰარმონიზებული სისტემის 1-24 თავებით გათვალისწინებული პროდუქტებისა, შეუძლია მიმართოს საბაჟო გადასახდელების დაბრუნების ან ანალოგიური ეფექტის მქონე მისგან გათავისუფლების პროცედურებს, რომელიც გამოიყენება წარმოშობის მქონე პროდუქციის წარმოებაში ჩართულ წარმოშობის არმქონე მასალებთან მიმართებაში, შემდეგი დებულებების გათვალისწინებით:

(a) საბაჟო მოსაკრებლის 4% დაკავებულ იქნება ჰარმონიზებული სისტემის 25-49 და 64-97 თავებით გათვალისწინებული პროდუქტების მიმართ, ან ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში მოქმედი ამგვარი დაბალი ტარიფი.

(b) საბაჟო მოსაკრებლის 8% დაკავებულ იქნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებით გათვალისწინებული პროდუქტების მიმართ, ან ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეში მოქმედი ამგვარი დაბალი ტარიფი.

წინამდებარე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება V დანართით განსაზღვრული ხელშემკვრელი მხარეების მიერ.

8. მე-7 პუნქტის დებულებები გამოიყენება 2012 წლის 31 დეკემბრამდე და გადაიხედება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

თავი V

წარმოშობის სერტიფიკა