1. EUR.1 an EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია მიმართოს მის გამცემ საბაჟო უწყებას და მოითხოვოს დუბლიკატი, რომელიც გამოიწერება მათ ხელთ არსებული ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე.
2. ამგვარად გაცემულ დუბლიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე:
„DUPLICATE"
3. მე-2 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის მე-7 უჯრაში.
4. დუბლიკატი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს EUR.1 ან EUR-MED გადაადგილების სერტიფიკატის დედანის გაცემის თარიღი, ძალაშია აღნიშნული თარიღიდა