1. გადაადგილების სერტიფიკატის მოპარვის, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია მიმართოს მის გამცემ საბაჟო უწყებას და მოითხოვოს დუბლიკატი, რომელიც გამოიწერება მათ ხელთ არსებული ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტების საფუძველზე.
2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამგვარად გაცემულ დუბლიკატს უნდა ახლდეს შემდეგი ფრაზა ინგლისურ ენაზე: "DUPLICATE"
3. მე-2 პუნქტში მოხსენიებული ფრაზა უნდა ჩაისვას EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის დუპლიკატის მე-7 უჯრაში.
4. დუბლიკატი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის დედანის გაცემის თარიღი, ძალაშია აღნიშნული თარიღიდა