1. მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე ის სავაჭრო პროდუქცია, რომელიც ტრანსპორტირებისას გამოიყენებს მათ ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ზონებს, არ იყოს ჩანაცვლებული სხვა საქონლით და არ დაექვემდებაროს რაიმე ქმედებებს, გარდა ჩვეულებრივი ოპერაციებისა, რომლებიც გამიზნულია მათი გაფუჭებისგან დასაცავად.

2. პირველი პუნქტისგან გადახვევის საფუძველზე, როდესაც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი, წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პროდუქცია იმპორტირებულია თავისუფალ ზონაში და განიცდის დამუშავება-გადამუშავებას, შესაძლებელია გაიცეს ან შეიქმნას ახალი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ზემოხსენებული დამუშავება-გადამუშავება შეესაბამება წინამდებარე წესებ