1.         კონტრაქტორი მხარეები მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ წარმოშობის სერტიფიკატის მქონე ის სავაჭრო პროდუქცია, რომელიც ტრანსპორტირებისას გამოიყენებს მათ ტერიტორიებზე არსებულ თავისუფალ ზონებს, არ იყოს ჩანაცვლებული სხვა საქონლით და არ დაექვემდებაროს რაიმე ქმედებებს გარდა ჩვეულებრივი ოპერაციებისა, რომლებიც გამიზნულია მათი გაფუჭებისგან დასაცავად.

2.         ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისგან განთავისუფლების საფუძველზე, როდესაც ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი წარმოშობის სერტიფიკატის მქონე პროდუქცია იმპორტირებულია თავისუფალ ზონაში და განიცდის დამუშავება-გადამუშავებას, შესაბამისმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს ახალი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი ექსპორტიორის თხოვნით, თუ ზემოხსენებული დამუშავება-გადამუშავება შეესაბამება წინამდებარე ოქმის დებულებებს.

თავი VII

სეუტა და მელილ