1.         კონტრაქტორი მხარეთა საბაჟო უწყებები მიაწვდიან ერთმანეთს იმ შტამპების ნიმუშებს, რომლებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატისთვის, და საბაჟო უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ სერტიფიკატების და წარმოშობის დეკლარაციების დამოწმებაზე.

2.         წინამდებარე ოქმის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, კონტრაქტორი მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის ან წარმოშობის დეკლარაციის ნამდვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაშ