1.     მუხლი 12-ის მოთხოვნების შესაბამისად პირდაპირი გადაზიდვის შემთხვევაში, მიიჩნევა რომ:

(1)        პროდუქცია წარმოშობილია სეუტასა და მელილიაში:

(a)      სეუტასა და მელილიას ტერიტორიაზე მთლიანად წარმოშობილი პროდუქტი;

(b)     სეუტასა და მელილიას ტერიტორიაზე მიღებული პროდუქტები რომელთა წარმოებაში გამოყენებულია პროდუქცია, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის „a“ ქვეპუნქტში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროდუქტები:

(i)      არის საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული მე-5 მუხლის შესაბამისად ან

(ii)     წარმოშობილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დამუშავება-გადამუშავება აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

(2)        პროდუქცია წარმოშობილია საქართველოში:

(a)      საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად წარმოშობილი პროდუქცია;

(b)     საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული პროდუქტები, რომლის წარმოებაში გამოყენებულია პროდუქცია, რომელიც არ არის მოცემული ამ მუხლის „a“ ქვეპუნქტში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროდუქტები:

(i)      არის საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული მე-5 მუხლის შესაბამისად ან

(ii)     წარმოშობილია სეუტასა და მელილიას ან ევროკავშირის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დამუშავება-გადამუშავება აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2.    სეუტა და მელილია მიჩნეული იქნება ერთიან ტერიტორიად.

3. ექსპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეიტანოს "Georgia" და "Ceuta and Melilla" EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის მე-2 გრაფაში ან წარმოშობის დეკლარაციაში. დამატებით, სეუტასა და მელილიას ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის შემთხვევაში, მითითება მოხდება გადაადგილების სერტიფიკატის მე-4 გრაფაში ან წარმოშობის დეკლარაციაში.

4.    წინამდებარე ოქმის გამოყენებას სეუტასა და მელილიას ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ესპანეთის საბაჟო უწყებები.

თავი VIII

დასკვნითი დებულებე