1. მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას, თავიანთი კომპეტენციის სფეროში, ამ ოქმში განსაზღვრული პირობების შესაბამისად საბაჟო კანონმდებლობის, განსაკუთრებით კი საბაჟო სამართალდარღვევების პრევენციის, გამოძიების და მათთან ბრძოლის ქმედებების უზრუნველყოფის მიზნით.
2. საბაჟო საკითხებში, ამ ოქმით გათვალისწინებული დახმარება, გავრცელდება მხარეების ნებისმიერ ადმინისტრაციულ უწყებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ამ ოქმის გამოყენებაზე. ის გავლენას ვერ მოახდენს ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ შეთანხმებებზე. ასევე ის არ გავრცელდება სასამართლო ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე გაცვლილ ინფორმაციაზე გარდა იმ შემთხვევებისა როცა ასეთი ინფორმაციის გადაცემა ნებადართულია ამ უწყების მიერ.
3. ეს ოქმი არ ითვალისწინებს დახმარებას ტარიფების, გადასახადების ან ჯარიმების დაბრუნება