1. დახმარების მოთხოვნის შესრულების მიზნით, მოთხოვნის მიმღები უწყება, თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში ისე, თითქოს მოქმედებდეს დამოუკიდებლად ან მისი მხარის სხვა უწყების თხოვნით, მიაწვდის თხოვნის წარმდგენ უწყებას მის განკარგულებაში არსებულ ინფორმაციას, ჩაატარებს შესაბამის მოკვლევას ან უზრუნველყოფს მის ჩატარებას. ეს წესი ასევე ვრცელდება ნებისმიერ სხვა უწყებაზე, რომელსაც მიმართა თხოვნის მიმღებმა უწყებამ თუ ამ უკანასკნელს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება.
2. თხოვნა დახმარების შესახებ განხორციელდება თხოვნის მიმღები მხარის სამართლებრივი და ნორმატიული აქტების თანახმად.
3. ერთი მხარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლებს, მეორე მხარის თანხმობით და უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობების ფარგლებში, პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, შეუძლიათ მიიღონ თხოვნის მიმღები უწყების ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი უწყების ოფისებში, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომლებიც არის ან შესაძლებელია იყოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა, რომელიც სჭირდება თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს ამ ოქმის მიზნებისთვის.
4. ერთი მხარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს შეუძლიათ, მეორე მხარის თანხმობით და უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობების ფარგლებში, დაესწრონ უკანასკნელის ტერიტორიაზე განხორციელებულ მოკვლევა