1. ამ ოქმის საფუძველზე რაიმე ფორმით გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ატარებდეს კონფიდენციალურ და შეზღუდულ ხასიათს, მხარეების შესაბამისი წესების თანახმად. ამ ინფორმაციაზე გავრცელდება ოფიციალური საიდუმლოების ვალდებულება იმავე ფარგლებში როგორითაც სარგებლობს მსგავსი ინფორმაცია მიმღები მხარის ტერიტორიაზე, შესაბამისი კანონმდებლობის და კავშირის ორგანოების მიმართ მოქმედი სათანადო ნორმების თანახმად.
2. პირადი ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მიმღები მხარე კისრულობს ვალდებულებას დაიცვას ეს ინფორმაცია იმ დონეზე რომელიც მიჩნეულია ადექვატურად მიმწოდებელი მხარის მიერ.
3. ამ ოქმის შესაბამისად მოპოვებული, ინფორმაციის გამოყენება, იმ ადმინისტრაციულ ან სამართლებრივ წარმოებაში, რომელიც დაწყებულია საბაჟო წესების დარღვევის საფუძველზე, მიჩნეულია ოქმის მიზნების განხორციელებად. შესაბამისად მხარეებს შეუძლია თავის მტკიცებულებების რეესტრში, ჩვენებებში და სასამართლოში წარმოდგენილ საქმეებსა და ბრალდებებში გამოიყენოს მტკიცებულებების ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლების გაცვლაც მოხდა ამ ოქმის საფუძველზე. უწყებას, რომელმაც გასცა ინფორმაცია ან დაუშვა წვდომა ასეთ დოკუმენტებთან, უნდა ეცნობოს ასეთი მოხმარების შესახებ.
4. ამ ოქმის შესაბამისად მოპოვებულ ინფორმაცია გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ოქმის მიზნებისათვის. იმ შემთხვევებში როდესაც მხარეს სურს გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, ის წინასწარ მიიღებს თხოვნის მიმღები უწყების წერილობით თანხმობას. ასეთი მოხმარება ექვემდებარება იმ შეზღუდვებს, რომლებიც დააწესა თხოვნის მიმღებმა უწყება