1.         დახმარება შეიძლება უარყოფილი იყოს ან დაექვემდებაროს გარკვეულ პირობებს ან მოთხოვნებს, თუ მხარე მიიჩნეს რომ ოქმით გათვალისწინებულმა დახმარებამ:

(a)    შესაძლებელია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან  იმ წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ამ ოქმის შესაბამისად ეთხოვა დახმარება;

(b)     შესაძლებელია ზიანი მიაყენოს სახელმწიფო პოლიტიკას, უშიშროებას ან სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, კერძოდ კი, ამ ოქმის მუხლი 10(2)-ით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ან

(c)      შესაძლებელია გასცეს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება.

2.         თხოვნის მიმღებ უწყებას შეუძლია მოახდინოს თხოვნის გადავადება, იმ საფუძველით რომ ის ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას, სასამართლო წესით დევნას ან სამართალწარმოებას. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უწყება კონსულტაციებს ატარებს თხოვნის წარმდგენ უწყებასთან იმისათვის რომ დაადგინოს დახმარების გაწევა შესაძლებელია თუ არა თხოვნის მიმღები უწყების მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების დაცვით.

3.         თუ თხოვნის წარმდგენი უწყება ითხოვს ისეთ დახმარებას, რომლის გაწევაც ამგვარი თხოვნის შემთხვევაში თვითონ არ ძალუძს, იგი ამ გარემოებაზე გააკეთებს მინიშნებას თავის თხოვნაში. ასეთ თხოვნაზე რეაგირების გადაწყვეტილებას იღებს თხოვნის მიმღები უწყება.

4.         პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ, თხოვნის მიმღები უწყების, გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ უწყება