1. თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უწყება, შესაბამისი სამართლებრივი და ნორმატიული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს ყველა შესაბამის ზომებს, რათა ამ ოქმის ფარგლებში უზრუნველყოს თხოვნის წარმდგენი უწყების ნებისმიერი საბუთის მიწოდება ან ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იმ პირისათვის, რომელიც ცხოვრობს თხოვნის მიმღები უწყების ტერიტორიაზე.
2. თხოვნა დოკუმენტებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ გაკეთდება წერილობით თხოვნის მიმღები უწყების ოფიციალურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე რომელიც მისაღებია ამ უწყებისთვი