2. თუ წინა პუნქტის შესაბამისად მოხდება კონფერენციის მოწვევა, გენერალური მდივანი შეატყობინებს ხელშემკვრელ ყველა მხარეს და მიმართავს თხოვნით წარუდგინოს მათ სამ თვეში ის წინადადებები, რომელთა განხილვა, მათი აზრით, კონფერენციაზე სასურველია. არა უგვიანეს სამი თვისა კონფერენციის ჩატარებამდე, გენერალური მდივანი ატყობინებს მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს კონფერენციის დღის წესრიგს და ასევე ამ წინადადების ტექსტს.

3. გენერალური მდივანი იწვევს ამ მუხლის მიხედვით მოწვეულ ნებისმიერ კონფერენციაზე ქვეყნებს, რომლებიც მითითებულია მუხლი 3-ის 1-ლ და მე-2 პუნქტებში, აგრეთვე ქვეყნებს, რომლებიც გახდნენ მოლაპარაკების მხარეები აღნიშნული ოქმის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზ