1.         თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უწყება უზრუნველყოფს, თხოვნის წარმდგენ უწყებას, შესაბამისი ინფორმაციით რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს თხოვნის წარმდგენი უწყების მიერ საბაჟო კანონმდებლობის სათანადო აღსრულების უზრუნველყოფისთვის, მათ შორის იმ ინფორმაციით რომელიც შეეხება ჩანიშნულ ან დაგეგმილ ქმედებებს, რომლებიც არის ან შეიძლება იყოს საბაჟო წესების დარღვევა

2.         თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის შემთხვევაში, თხოვნის მიმღები საბაჟო ადმინისტრაცია თხოვნის წარმდგენ საბაჟო ადმინისტრაციას მიაწვდის ინფორმაციას:

(a)        არის თუ არა ერთი მხარიდან ექსპორტირებული საქონელი სათანადოდ იმპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიაზე, შესაბამის შემთხვევებში საქონლის მიმართ ჩატარებული საბაჟო პროცედურის დაკონკრეტებით;

(b)       არის თუ არა ერთ მხარის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი სათანადოდ ექსპორტირებული მეორე მხარის ტერიტორიიდან, შესაბამის შემთხვევებში საქონლის მიმართ ჩატარებული საბაჟო პროცედურის დაკონკრეტებით

3.         თხოვნის წარმდგენი უწყების თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უწყება, სამართლებრივი და ნორმატიული უფლებამოსილებების ფარგლებში, გადადგამს სათანადო ნაბიჯებს რათა უზრუნველყოს ზედამხედველობა:

(a)        ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რომლების მიმართაც წარმოიშობა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციებში;

(b)       იმ ადგილებზე, სადაც საქონელი დასაწყობებულია ან შეიძლება დასაწყობდეს ისეთ ვითარებაში, რომელიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქონელი გამიზნულია საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციაში გამოსაყენებლად;

(c)        იმ საქონლის შესახებ, რომელის გადაზიდვა ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს ისეთი მეთოდით, რომელიც წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქონელი გამიზნულია საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციაში გამოსაყენებლად;

(d)       სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ისე, რომ წარმოიქმნება საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი განკუთვნილია საბაჟო წესების დარღვევის ოპერაციაში გამოსაყენებლა