1.     ტერმინი“ევროკავშირი“ არ გულისხმობს სეუტასა და მელილიას.

2.     სეუტასა და მელილიაში იმპორტირებისას ქართული წარმოშობის მქონე საქონელი ისარგებლებს ისეთივე საბაჟო რეჟიმით, როგორიც ვრცელდება ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე წარმოშობილ პროდუქციაზე, ესპანეთის და პორტუგალიის ევროგაერთიანებასთან მიერთების აქტის დანართი 2-ის შესაბამისად. თავის მხრივ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და სეუტასა და მელილიას ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის იმპორტზე საქართველო გაავრცელებს იგივე საბაჟო რეჟიმს, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის იმპორტთან მიმართებაში.

3.     სეუტასა და მელილიაში წარმოშობილი საქონლის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენების მიზნებისთვის, შესაბამისი ცვლილებებით, გამოიყენება მოცემული ოქმი, 37-ე მუხლით გაწერილი სპეციალური პირობების გათვალისწინები