1. მცირე განსხვავებების აღმოჩენა წარმოშობის სერთიფიკატსა და იმ დოკუმენტს შორის, რომელიც წარდგენილი იქნა საბაჟო უწყებაში ფორმალობების შესასრულებლად პროდუქციის იმპორტის მიზნით, თავად ფაქტიდან გამომდინარე, არ გააუქმებს წარმოშობის სერთიფიკატს, თუ სათანადოდ დამტკიცდება, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად შეესაბამება განაცხადში მოცემულ პროდუქციას.
2. აშკარა მექანიკური შეცდომა, რომელიც დაშვებულია, მაგალითად, ბეჭდვის დროს, არ გამოიწვევს შესაბამისი დოკუმენტის გაუქმებას, თუ ამგვარი შეცდომები არ წარმოშობს ეჭვს ამ დოკუმენტში მოტანილი ფაქტების სისწორესთან დაკავშირები