1. ექსპორტიორმა, რომელიც მოითხოვს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-16 მუხლის მე3 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები.
2. ექსპორტიორმა, რომელიც ავსებს წარმოშობის დეკლარაციას, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს ამ წარმოშობის დეკლარაციის ასლი და ასევე 21-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებული დოკუმენტები.
3. ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებამ, რომელიც გასცემს EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატს, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული განაცხადი.
4. იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებამ, სულ ცოტა, სამი წლის განმავლობაში უნდა შეინახოს მისთვის წარმდგენილი EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატი და წარმოშობის დეკლარაცი