1. წარმოშობის სერტიფიკატი ძალაში იქნება ექსპორტიორ ქვეყანაში მისი გაცემის დღიდან ოთხი თვის განმავლობაში და წარდგენილ უნდა იქნას ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის.
2. ის წარმოშობის სერტიფიკატები, რომლებიც წარდგენილია იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებისათვის პირველ პუნქტში დადგენილი წარდგენის საბოლოო თარიღის შემდეგ, შეიძლება მიღებული იქნას პრეფერენციული რეჟიმის მიღების მიზნით, როცა ამგვარი დოკუმენტების წარუდგენლობა საბოლოო თარიღისთვის გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით.
3. დაგვიანებული წარდგენის სხვა შემთხვევებში, იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას შეუძლია წარმოშობის სერტიფიკატის მიღება, თუ პროდუქცია წარდგენილია ზემოხსენებულ საბოლოო თარიღამდ