1.         მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „b“ ქვეპუნქტში აღწერილი წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს:

(a)        უფლებამოსილმა ექსპორტიორმა (22-ე მუხლის შინაარსის ფარგლებში); ან

(b)     ნებისმიერი ისეთი პარტიის ნებისმიერმა ექსპორტიორმა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი წარმოშობის მქონე პროდუქციის შემცველი ფუთისგან, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.

2.         მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა შეიძლება, თუ მოცემული პროდუქცია შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობილად ევროკავშირში ან საქართველოში, და სრულდება წინამდებარე ოქმის სხვა პირობები.

3.         წარმოშობის დეკლარაციის შემდგენელი ექსპორტიორი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს, ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყების მოთხოვნით, წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოცემული პროდუქციის წარმოშობის სტატუსს და ასევე წინამდებარე ოქმის სხვა მოთხოვნების შესრულებას.

4.         წარმოშობის დეკლარაციას ადგენს ექსპორტიორი ანგარიშფაქტურაზე, მიწოდების შეტყობინებასა თუ სხვა კომერციულ დოკუმენტზე, დეკლარაციაზე ბეჭდვის ან შტამპის დასმის გზით რომელზე დასატანი ტექსტი მოცემულია წინამდებარე ოქმის IV დანართში და გამოიყენება იმავე დანართში მოცემული ერთ-ერთ ენა. ყველაფერი ეს სრულდება ექსპორტიორი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. თუ დეკლარაცია ხელითაა შევსებული, მაშინ იგი უნდა შესრულდეს მელნით და ბეჭდური ასოებით.

5.         წარმოშობის დეკლარაციაზე უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერა. თუმცა, უფლებამოსილ ექსპორტიორს (22-ე მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში) არ მოეთხოვება ამგვარი დეკლარაციის ხელმოწერა იმ პირობით, რომ მან ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო უწყებას უნდა წარუდგინოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელიც განიხილება, როგორც ხელმოწერილი მის მიერ.

6.         წარმოშობის დეკლარაცია შეიძლება შეადგინოს ექსპორტიორმა, როცა ხდება აღნიშნულ დეკლარაციასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტი, ან ექსპორტირების შემდეგ იმ პირობით, რომ იგი წარმოდგენილი იქნება იმპორტიორი ქვეყნისთვის არა უგვიანეს 2 წლის განმავლობაში იმ პროდუქციის იმპორტის შემდეგ, რომელთანაც იგი არის დაკავშირებულ