1. პროდუქცია, გაგზავნილი პატარა შეკვრებად ერთი კერძო პირის მიერ მეორე კერძო პირისთვის, ან რომელიც შეადგენს მოგზაურების პირად ბარგს, განხილული იქნება როგორც წარმოშობის მქონე პროდუქცია და მისთვის არ მოითხოვება წარმოშობის სერტიფიკატი, თუმცა იმ პირობით, რომ ამგვარი პროდუქცია არ არის იმპორტირებული ვაჭრობის გზით და რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ოქმის მოთხოვნებს და სადაც ეჭვს არ იწვევს ამგვარი დეკლარაცია. თუ პროდუქცია გაგზავნილია ფოსტით, ასეთი დეკლარაცია შეიძლება შედგეს საბაჟო დეკლარაციაზე CN22/CN23 ან ამ დოკუმენტზე თანდართულ ფურცელზე.
2. იმპორტი, რომელიც დროდადრო ხორციელდება და შედგება მხოლოდ მიმღებების, მოგზაურების და მათი ნათესავების პირადი მოხმარების პროდუქციისგან, არ განიხილება როგორც იმპორტი ვაჭრობის გზით, თუ პროდუქციის ბუნებისა და რაოდენობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არა აქვს ადგილი რაიმე კომერციულ მიზნებს.
3. ასევე, აღნიშნული პროდუქციის მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ევროს მცირე ფუთების შემთხვევაში ან 1 200 ევროს იმ პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს მოგზაურების პირადი ბარგის ნაწილ